მეოთხე შემთხვევა — აივ ინფექციისგან კიდევ ერთი პაციენტი განკურნეს
66 წლის კაცი, რომელიც 1988 წელს იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) დაინფიცირდა და ამ დაავადებით სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა, ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ განიკურნა.
აივ ინფექცია აზიანებს ადამიანის იმუნური სისტემის უჯრედებს და მკურნალობის გარეშე, შეიძლება გამოიწვიოს შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი), მდგომარეობა რომელიც არ ინკურნება.
აივ-ის ამჟამინდელი მკურნალობა მოიცავს რეტროვირუსული პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც მუშაობენ უჯრედებში ვირუსის რეპლიკაციის შეჩერებით. თუმცა, მკურნალობა უწყვეტია: მედიკამენტების მიღების გარეშე ვირუსების რიცხვი შეიძლება კვლავ უკონტროლოდ გაიზარდოს, ეს ნიშნავს, რომ პაციენტს მედიკამენტების მიღება მუდმივად უწევს.
კვლევითი ინსტიტუტები მთელს მსოფლიოში მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებს ეძებენ. მიზანი ერთია, მკურნალობის მეთოდი, რომელიც პაციენტს მუდმივად მედიკამენტების მიღების აუცილებლობისგან გაათავისუფლებს. ერთ-ერთი მათგანია ქიმერული ანტიგენის რეცეპტორების (CAR) T უჯრედები, რომლებსაც შერჩევითად შეუძლიათ აივ-ით ინფიცირებული მასპინძლის უჯრედების სამიზნეში ამოღება. მეორე უჯრედების ამოღებაა, რომლებსაც ვირუსი აინფიცირებს.
მუტაცია, რომელიც ქმნის სხვაობას
CCR5 არის რეცეპტორი იმუნური უჯრედის ტიპზე, რომელსაც აივ-ი მიზანში იღებს. ამით ვირუსი იმუნური სისტემის შიგნით აღწევს. თუმცა, ზოგიერთ ადამიანში მუტაცია, სახელად დელტა 32, (გენი, რომელიც კოდირებს CCR5 პროტეინს), იწვევს რეცეპტორს, რომელიც იმუნურია აივ-ის შეტევის მიმართ. იმუნურ სისტემაში შეღწევის გარეშე ვირუსი სხეულში ვერ მრავლდება.
ლოს-ანჟელესში მკვლევრები სწორედ ამ მუტაციით მიღებულ უპირატესობას იყენებდნენ აივ ინფიცირებულთა სამკურნალოდ. ინფიცირებულ ადამიანში დონორის ღეროვანი უჯრედების გადანერგვით, რომელსაც აქვს დელტა-32 მუტაცია, მკვლევრებს შეუძლიათ შეცვალონ მიმღების იმუნური უჯრედები ისე, რომ რეზისტენტული გახდეს აივ ინფექციის მიმართ. მეთოდი ადრე სამი ადამიანის მიმართ გამოიყენეს. თუმცა, ბოლო შემთხვევა ეხება ყველაზე ხანდაზმულ პაციენტს.
არც ისე პირდაპირი გადანერგვა
ღეროვანი უჯრედების გადანერგვა არ არის მარტივი პროცედურა. 66 წლის კაცის შემთხვევაში, საქმე კიდევ უფრო გართულდა იმის გამო, რომ მას განუვითარდა მწვავე მიელოგენური ლეიკემია (AML), სისხლის კიბოს ტიპი, რომელიც ჩვეულებრივ გვხვდება ადამიანებში, რომლებიც დიდხანს ცხოვრობენ აივ-ით.
ტრანსპლანტაციისთვის მოსამზადებლად, კლინიცისტებმა პაციენტს სამი ქიმიოთერაპია ჩაუტარეს, რათა ის რემისიაში მიეღოთ. ეს ნაკლებად ინტენსიური ქიმიოთერაპიაა, რომელიც მკვლევრებმა ხანდაზმული პაციენტებისთვის შეიმუშავეს. მან ეს ტრანსპლანტაცია სამი წლის წინ მიიღო, რის შემდეგაც პაციენტმა გააგრძელა რეტროვირუსული მკურნალობა 2021 წლის მარტამდე. უკვე ამის შემდეგ მკვლევართა ჯგუფმა დაადასტურა, რომ პაციენტს შეეძლო შეეწყვიტა მედიკამენტების მიღება.
ამის შემდეგ, პაციენტს 17 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ, მაგრამ მის სისხლში ან ქსოვილის ნიმუშებში ვირუსის რაიმე ნიშანი არ გამოვლენილა.
"ეს პაციენტი იყო ყველაზე ხანდაზმული, რომელმაც მიიღო ღეროვანი უჯრედის გადანერგვა (ოთხი პაციენტიდან). ახლა ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ თუ შესაფერის დონორს ვნახავთ, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ უფრო ახალი და ნაკლებად ინტენსიური ქიმიოთერაპიის რეჟიმი, რათა მივაღწიოთ ორმაგ რემისიას. ეს სისხლის კიბოთი დაავადებული ხანდაზმული პაციენტებისთვის სრულიად ახალ შესაძლებლობებს აჩენს", — თქვა იან დიკერმა, კვლევის ავტორმა.
კომენტარები