ენტონი ბლინკენი

24 Jul. 2022, 11:27

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო თავდასხმას უკრაინის ოდესის პორტზე. შავი ზღვის გავლით უკრაინული სოფლის მეურნეობის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმების დასრულებიდან სულ რაღაც 24 საათის შემდეგ, რუსეთმა დაარღვია თავისი ვალდებულებები ისტორიულ პორტზე თავდასხმით, საიდანაც მარცვლეული და სასოფლო-სამეურნეო ექსპორტი ამ შეთანხმების ფარგლებში კვლავ ტრანსპორტირდება. კრემლი აგრძელებს მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქის უსაფრთხოების უგულებელყოფას, რადგან ის აგრძელებს თავდასხმას უკრაინაზე. 

ეს თავდასხმა სერიოზულად ეჭვქვეშ აყენებს გუშინ ხელმოწერილი შეთანხმებების მიმართ რუსეთის ერთგულებას და ძირს უთხრის გაეროს, თურქეთისა და უკრაინის ძალისხმევას მსოფლიო ბაზარზე უკიდურესად მნიშვნელოვანი სურსათის მიწოდების ორგანიზების შესახებ. რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა გლობალური სასურსათო კრიზისის გაღრმავებაზე, უნდა შეაჩეროს თავისი აგრესია და სრულად შეასრულოს შეთანხმება. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს

ეგზოპლანეტა, სახელწოდებით GJ 3090 b, 2022 წელს აღმოაჩინეს. ის დედამიწიდან დაახლოებით 73 სინათლის წლის მანძილზე…