აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კუთვნილმა მზის დინამიკის ობსერვატორიამ (SDO) 29 ივნისს უნიკალური კადრები გადაიღო, რომელზეც ჩანს, როგორ გადაადგილდება მთვარე ჩვენი ვარსკვლავის ფონზე.

საქმე იმაშია, რომ ეს სანახაობა მხოლოდ იმ წერილიდან ჩანდა, რომელზეც ზონდი იყო განლაგებული, ანუ დედამიწიდან ამ მოვლენას ვერ დავინახავდით. მზის ასეთი ნაწილობრივი დაბნელების დროს, ჩვენი პლანეტის ბუნებრივმა თანამგზავრმა მნათობის დისკოს 67 პროცენტი დაჩრდილა. ვარსკვლავის პლაზმის სიკაშკაშემ კი ციური სხეულის უსწორმასწორო ზედაპირი გამოკვეთა.

ფოტო: NASA/SDO/AIA/LMSAL

2010 წელს გაშვებული ობსერვატორია მზეს, როგორც კოსმოსის ამ რეგიონში არსებული "ამინდის" წყაროს, ისე აკვირდება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მნათობის რადიაცია და მაგნიტური ველი დედამიწაზეც ახდენს გავლენას, თანაც ახლა ის აქტიურ ფაზაშია. SDO მზის ამ ციკლსაც აკვირდება ისევე, როგორც მის ატმოსფეროს, შიდა სტრუქტურასა და გამოყოფილ ენერგიას.

საკვლევი მოვლენების ჩამონათვალშია მზის ამოფრქვევები და კორონული მასის ამოფრქვევებიც, ანუ დამუხტული ნაწილაკების ნაკადები, რომლებიც დედამიწის ატმოსფეროსთან ურთიერთქმედების შედეგად პოლარულ ციალს ედება საფუძვლად. როგორც წესი, ისინი საფრთხის შემცველი არაა, თუმცა სატელიტებისა და კავშირგაბმულობის შეფერხება შეუძლია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.