ირაკლი ღარიბაშვილი

24 Jun. 2022, 15:23

უკრაინა არის ომში, დიდ ომში, უბედურებაშია და მოლდოვა არის მძიმე მდგომარეობაში. მათ ორივეს განუსაზღვრეს პირობები, ანუ დათქმები გაუკეთეს, ისევე, როგორც ჩვენ, მაგრამ ავანსად, რომ წაეხალისებინათ და ამის თაობაზე გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი, საჯაროდ გააკეთა განმარტება, რომ უკრაინას აძლევენ სტატუსს იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში და ვალში ვართო, აქ რა არის გაუგებარი?!

მეორე, მოლდოვა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მეტი რისკები აქვთ, მეტი გამოწვევები აქვთ და ვამბობთ, რომ მათაც განუსაზღვრეს პირობები და დათქმები, ანუ მათაც მისცეს საჩუქარი, დავარქვათ საჩუქარი. ჩვენ შემთხვევაში, ჯერ გვითხრეს რომ საჩუქარს ვერ მიიღებთ, მანამ, სანამ ამ პირობებს არ შეასრულებთ. მე თუ მკითხავთ, ვითვალისწინებ რა უკრაინის მძიმე მდგომარეობას, ომს, გამანადგურებელს, მოლდოვის მდგომარეობას და ამ ორივე ქვეყანას ჩვენ მიღწევებითა და შესრულებებით ყველაფერში ვუსწრებთ, ამის მიუხედავად, შეიძლება უკეთესიც იყოს ჩვენთვის, რომ ჯერ არ მივიღეთ საჩუქარი ავანსად და შემდეგ პირობების შესრულება არ მოგვთხოვეს, არამედ პირიქით, რატომ — აი, პოლარიზების დასრულება თქვენ რომ არ მოგწონთ, იმიტომ რომ იცით მარტო ჩვენი გასაკეთებელი არ არის, პოლარიზების დასრულებას საჩუქრის შემდეგ, ვაღიაროთ პირდაპირ, რომ მოტივაცია აღარ იქნებოდა იმდენი, რომ ასე ვთქვათ, ეს მომხდარიყო. ახლა მეტი მოტივაცია გვაქვს, ორივეს, მმართველ ძალასა და ოპოზიციას, რომ ეს პირობა შევასრულოთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
  3. ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
  4. რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
  5. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!

გირჩევთ

ახლა კითხულობენ