ირაკლი ღარიბაშვილი

20 Jun. 2022, 11:59

კარგად გვესმის, რომ უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში, 20% ტერიტორიების უკვე დაკარგული აქვს და ომი გრძელდება. ასევე მოლდოვაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მოლდოვა ერთ-ერთი პირველია, ვინც დაზარალდა ამ ომით. მოსაზღვრე ქვეყანა არის და იქ ძალიან დიდი ნაკადი იყო დევნილებისა და ლტოლვილების და როგორც ეკონომიკის, ისე უსაფრთხოების რისკები გაეზარდა მნიშვნელოვნად მოლდოვას. ევროპელი კოლეგები მეუბნებოდნენ და მეც ღიად ვთქვი, რომ უკრაინას აძლევენ ამ სტატუსს იმიტომ, რომ ის არის ომში. თქვენ ნახეთ რამდენიმე დღის წინ, ევროპელი ლიდერები უკვე საჯაროდ ადასტურებენ ამ ფაქტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში და ჩემთან პირად საუბრებშიც უთქვამთ, რომ მოლდოვაც არის მძიმე მდგომარეობაში. ასე რომ, ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის, მე მინდა მივულოცო ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობარ ხალხს და მინდა მათ ვუსურვო მშვიდობა და ქვეყნის გაერთიანება.

თქვა მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, თუმცა პირობებით. კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღოს და კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე გარკვეული პირობები შეასრულოს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  3. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  4. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
  5. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მიხეილ ყაველაშვილმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის…