საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურიაში მოცვის პლანტაციისთვის 1,4 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესი ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით გურიაში, დაბა ლაითურში კომპანია ნერგის მიერ ჯამურად 18,2 ჰა-ზე მოცვის პლანტაციები გაშენდება. პროექტის საერთო მოცულობა 1,4 მილიონ დოლარს შეადგენს. ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი კი 930 000 დოლარია. გამოყოფილი ინვესტიცია ნერგებისა და პლანტაციის გაშენებისათვის, ირიგაციის სისტემის მოსაწყობად, ასევე სამაცივრე მეურნეობისა და საჭირო ტექნიკის შესყიდვას მოხმარდება.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნიადაგთან დაკავშირებული სამუშაოები, ფართობი გაიწმინდა ეკალ-ბარდისგან, მოხდა გადახვნა, ფესვებისგან გაწმენდა, მთლიან ფართობზე მზადდება მელიორაციის გენერალური პროექტი, მოხდა არტენზიული წყლების კვლევა სარწყავი წყლისთვის, იგეგმება ტორფის შეტანა ჰექტარზე 300 კუბის, რათა შექმნას მოცვისთვის იდეალური ნიადაგობრივი პირობები და შემდგომში უხვი და მაღალხარისხიანი მოსავალი მივიღოთ. კომპიუტერული მართვის საირიგაციო სისტემის დაპროექტება დასასრულს უახლოვდება. რაც შეეხება დასარგავი მოცვის ნერგებს, ისინი უკვე შეკვეთილია მსოფლიოს საუკეთესო სანერგეებში, როგორებიცაა ესპანური ფოლკრიკი და ფრანგული მალტიბაი, რომლის მიღებასაც ოქტომბრის დასაწყისში ველოდებით. წლის ბოლომდე კი უკვე შევძლებთ ნერგების დარგვას", — განაცხადა ნინო დოლიძემ, კომპანია ნერგის დირექტორმა.
პლანტაციების გაშენების შემდეგ კომპანიაში დაახლოებით 300 ტონა მოცვის მოსავალს ელიან. კომპანია ყველა დაგეგმილ სამუშაოებს ახორციელებს GlobalGAP-ის ექსპერტთან კონსულტაციების შესაბამისად, რათა შემდგომში მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც გზას გაუხსნის პროდუქციის რეალიზაციას ევროკავშირის ბაზარზე.
"აგრეთვე მიმდინარეობს მოლაპარაკება მსოფლიოში საუკეთესო სამაცივრე მეურნეობების პროექტანტ კომპანიებთან 200 ტონიანი მოცულობის მაცივრის დასაპროექტებლად, რომელიც მოიცავს პროდუქციის ჩქარი გაგრილების განყოფილებას, სადაც მოცვის ნაყოფი 25-30 გრადუსიდან 1-2 გრადუსამდე გაგრილდება ერთი საათის განმავლობაში, რაც გაზრდის მის მდგრადობას და შესაბამისად შენახვის ვადასაც. კომპანიას დაგეგმილი აქვს საჭირო სასოფლო სამეურნეო ტექნიკისა და აგრეგატების შეძენა. პროექტის განხორციელოებისას მუდმივად დასაქმებული იქნება 10-15 ადგილობრივი მაცხოვრებელი, ხოლო სეზონურად 300-400 თანამშრომელი", — დასძენს კომპანიის დირექტორი.
"ჩვენ ყოველთვის მოხარული ვართ და მზად, მხარი დავუჭიროთ ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, რაც ამჯერად გულისხმობს ჩვენს პარტნიორ კომპანია „ნერგთან“ ერთად, გურიაში, 18.2-ჰა ზე მოცვის პლანტაციის გაშენებას. მოცვი კენკროვან კულტურებს შორის საკმაოდ პოპულარულია ბოლო პერიოდში და აქტიურად გადის ექსპორტზეც. ექსპორტის წილი წლიდან წლამდე იზრდება, რაც არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, საქართველოში მოცვის კიდევ უფრო მეტი წარმოება დაიწყოს და გაზრდილი რაოდენობით გავიდეს ექსპორტზე, როგორც მეზობელ ქვეყნებში, ასევე ევროკავშირში. დიდი პოტენციალის გამო ვფიქრობთ, კიდევ მეტად უნდა განვითარდეს ეს მიმართულება, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ამით ხელი შეეწყოს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას. გვინდა წარმატებები ვუსურვო კომპანიას განვითარების სამომავლო გეგმების განხორციელებაში", — განაცხადა ნათია ღლონტმა, საქართველოს ბანკის აჭარის რეგიონის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა.
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები