რატომაა ბალახი მწვანე?
მოკლე პასუხია მწვანე პიგმენტი, რომელსაც ქლოროფილი ჰქვია. გრძელი პასუხია. . .
როგორც კი დათბება, გაზონის სათიბებიც იწყებენ "გააქტიურებას" და ჩნდება მწვანე გაზონები. მაგრამ რატომ არის ბალახი მწვანე და არა ლურჯი ან მეწამული?
მოკლე პასუხი არის მწვანე პიგმენტი, რომელსაც ქლოროფილი ჰქვია. უფრო გრძელი პასუხი კი დაკავშირებულია ტალღის სიგრძეებთან და უჯრედულ კომპონენტებთან, რომელსაც ეწოდება ორგანელები. ასევე ეს დაკავშირებულია ფოტოსინთეზთან, რასაც მცენარეები იყენებენ მზისგან საკვების მისაღებად.
პაწაწინა ორგანელებში ჩაფლული ქლოროპლასტები არის ქლოროფილის მოლეკულები. ქლოროფილის მოლეკულა შედგება მაგნიუმის იონისგან, რომელიც დაკავშირებულია პორფირინთან — ეს ორგანული აზოტის დიდი მოლეკულაა. ქლოროფილმა ეს სახელი ბერძნული სიტყვიდან "ქლოროსი"-დან მიიღო, რაც ნიშნავს მოყვითალო-მომწვანოს.
და მაინც, რატომ არის ბალახი ასე მწვანე?
ხსენებული მოლეკულა შთანთქავს ხილული სინათლის გარკვეული ტალღის სიგრძეს, პირველ რიგში წითელს (გრძელი ტალღის სიგრძე) და ლურჯს, უფრო მოკლე ტალღის სიგრძეს. ელექტრომაგნიტური სპექტრის მწვანე უბანი არ შეიწოვება და სამაგიეროდ აისახება პირდაპირ თქვენს თვალებთან. და ჰოი საოცრებავ — თქვენ ხედავთ მწვანე ბალახს.
მეტიც, ქლოროფილი უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე თქვენი გაზონის მწვანე ფერად წარმოჩენაა. ეს მნიშვნელოვანია ფოტოსინთეზისთვის, რომლის დროსაც მცენარე იყენებს მზის ენერგიას ნახშირორჟანგისა და წყლის (შაქრის სახით) საკვებად გადაქცევისთვის.
შაქრის წარმოების ეს პროცესი ქლოროპლასტების შიგნით ხდება. ამ სტრუქტურების შიგნით ქლოროფილი შთანთქავს მზის სინათლეს და ამ სინათლის ენერგიას გადასცემს ორ ენერგიის შემნახველ მოლეკულას. შემდეგ მცენარე იყენებს ამ ენერგიას ნახშირორჟანგის და წყლის შაქრად გადაქცევისთვის. მაგალითად, ნიადაგის საკვებ ნივთიერებებთან ერთად, მცენარეებს შეუძლიათ გამოიყენონ შაქარი უფრო მეტი მწვანე მცენარის შემადგენლობის შესაქმნელად.
კომენტარები