NASA მეტავერსს მარსის მისიებისთვის გამოიყენებს — როგორ
NASA იმ დიდ მოთამაშეებს უერთდება, რომლებიც მეტავერსს იყენებენ ან ახლო მომავალში გამოიყენებენ. კოსმოსურ სააგენტოს მარსის გარემოს სიმულირება სურს, იტყობინება Gamerant.
მარსის კოლონიზაციისადმი ინტერესი ბოლო რამდენიმე წელია მატულობს. SpaceX-თან ერთად NASA-ც დაინტერესებულია წითელი პლანეტის ათვისებით და სურს ასტრონავტები ამისთვის მოამზადოს. ვინაიდან ყველანაირი სიტუაციის სიმულირება შეუძლებელია რეალურ ცხოვრებაში, კოსმოსური სააგენტო ვირტუალურ რეალობაზე გადაერთო.
Gamerant-ის ანგარიშის მიხედვით, NASA-მ შექმნა მარსის სიმულაციების ხუთი კატეგორია, კერძოდ, "ბანაკის დადგმა", "სამეცნიერო კვლევა", "გამძლეობა", "გამოკვლევა" და "გასაოცარი სანახაობა". წარდგენა უნდა მოხდეს 80 დღის განმავლობაში და თითოეულ კატეგორიაში არის ოთხამდე პრიზი. დიახ, ეს გამოწვევა მართლაც ღიაა ყველასთვის და ნებისმიერს შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება.
ძალიან ბევრია გასაკეთებელი, დრო კი ცოტა?
თუ გაინტერესებთ, რამდენად შესაძლებელია ასეთ ცოტა დროში ამდენი რამის სიმულირება, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ ნამდვილად არ გჭირდებათ ყველაფრის ნულიდან დაწყება. Unreal Engine 5-ის გამოყენებით, დეველოპერები შეძლებენ შექმნან სიმულაციები, რომელიც გამოიყენება NASA-ს Mars XR ოპერაციების მხარდაჭერის სისტემაში. აქ უკვე არის ისეთი გარემო, როგორიცაა მარსის რელიეფი, პლანეტისთვის რეალისტური ამინდი, დღის/ღამის ციკლები, წითელი პლანეტის გრავიტაცია და სხვა აღჭურვილობა, როგორიცაა კოსმოსური კოსტიუმები და როვერები.
შემდეგი პოდკასტი: მეტავერსი — ინტერნეტის მომავალი
ასე რომ, დეველოპერებს ამ პლატფორმაზე შემდეგი სიმულაციების წარმოება შეეძლებათ და ყველაფრის თავიდან შექმნა საჭირო არაა. Gamerant იტყობინება, რომ მთელი მსოფლიოდან 150-ზე მეტმა გუნდმა უკვე მიიღო ეს გამოწვევა.
კომენტარები