ბრიტანეთს კოსმოსში 20 მილიარდი დოლარის ღირებულების მზის ელექტროსადგურის განთავსება სურს
TheNextWeb-ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა განიხილავს 16 მილიარდი ფუნტის (20,8 მილიარდი დოლარის) ღირებულების ორბიტალური მზის ელექტროსადგურის აშენებას.
მთავრობამ ახლახან გამოუშვა თავისი "Net Zero Innovation Portfolio", რომელიც კოსმოსში განთავსებულ მზის ენერგიის მომპოვებელ სადგურსაც მოიცავს. ეს ერთ-ერთია იმ რამდენიმე პოტენციური გადაწყვეტიდან, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს ქვეყანას 2050 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევაში.
პროექტი, სახელწოდებით Space Energy Initiative (SEI), მიზნად ისახავს კოსმოსში პირველი ელექტროსადგურის შექმნას და ეს 2035 წლისთვის. გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრმა მარკ გარნიერმა SpaceX-ს მზის თანამგზავრის კოსმოსში გაყვანა შესთავაზა.
ელექტროენერგიის დედამიწაზე დასხივება
დიდი ბრიტანეთი არ არის პირველი, რომელიც მზის ენერგიის კოსმოსურ სადგურზე ფიქრობს. გასულ წელს ჩინეთმა ასევე გამოაცხადა, რომ მიზნად ისახავს გამოსცადოს ტექნოლოგია, რომელიც მზის ენერგიას ორბიტიდან გამოიმუშავებს. ეს მას მიწაზე დაფუძნებულ ელექტროსადგურში გაგზავნის ძლიერი, კონცენტრირებული სხივის გამოყენებით.
ანალოგიურად, დიდი ბრიტანეთის მთავრობის იდეაა კოსმოსური ელექტროსადგურის შექმნა, რომელიც გამოიყენებს მზის პანელებს და ენერგიას დედამიწაზე მაღალი სიხშირის რადიოტალღების მეშვეობით გამოგზავნის. უკვე დედამიწაზე, ანტენა რადიოტალღების ელექტროენერგიად გადაქცევას შეძლებს.
დედამიწაზე მზის პანელებისგან განსხვავებით, რომლებზეც გავლენას ამინდის პირობები ახდენს და გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას დღის განმავლობაში, ორბიტალურ მზის ელექტროსადგურს შეეძლება გეოსტაციონარული ორბიტაზე ფრენა. ეს ნიშნავს, რომ მზის ენერგიას მიიღებს 24 საათის განმავლობაში.
თუმცა, არსებობს რამდენიმე ძირითადი დაბრკოლება, რომელიც უნდა გადაილახოს. პირველ რიგში, ჩინეთის სისტემის მსგავსად, საჭიროა ტესტები ტექნოლოგიის უსაფრთხოების შესამოწმებლად. მთავარი კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემაა საჭირო, არის ის, თუ როგორ იმოქმედებს ასეთი მაღალი სიხშირის ენერგიის სხივი კომუნიკაციებზე, საჰაერო მოძრაობის კონტროლსა და ახლომდებარე მაცხოვრებლების კეთილდღეობაზე? ჩინეთმა ამ დრომდე ჩაატარა ტესტები 300 მეტრის სიმაღლეზე. ახლა ისინი იგივე ექსპერიმენტს 20 კმ-ის სიმაღლეზე ჩატარებას გეგმავენ.
ცალკე საკითხია თუ რა დაჯდება ასეთი სადგურის კოსმოსში განთავსება და რამდენად შესაძლებელია ეს.
"აქ საქმეში SpaceX უნდა ჩაერთოს. მარტივი არ იქნება, მაგრამ SpaceX-ს ეს შეუძლია", — ამბობს გარნიე, რომელიც ასევე არის SEI-ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
SpaceX ამცირებს თანამგზავრების გაშვების ღირებულებას მისი მრავალჯერადი გამოყენების პირველი ეტაპის ტექნოლოგიით. ტექნოლოგიის დახვეწასთან ერთად, კომპანია კიდევ უფრო შეამცირებეს ფრენებს. ამის პარალელურად SEI მიზნად ისახავს 2030 წლისთვის კოსმოსში დაფუძნებული მზის ენერგიის სისტემის პირველი ორბიტალური დემონსტრატორის გაშვებას.
კომენტარები