21-ე საუკუნის 10 მოთხოვნა, რომელიც ბიზნესის მართვისას უნდა გაითვალისწინოთ
ფოტო: Karina / Dribbble
21-ე საუკუნეში ყველაფერი ელვისებური სისწრაფით იცვლება და სიახლეებისთვის ფეხის აწყობა სულ უფრო რთულია. ბიზნესის მფლობელებს მომხმარებლების ქცევისა და სურვილების გათვალისწინება თუ არ გამოსდით, წარმატებას ნაკლებად აღწევენ. მეტიც, ის მოთხოვნები, რაც ადამიანებს გუშინ ჰქონდათ, დღეს შეიძლება არც არავის ადარდებდეს.
ამიტომ, აუცილებელია ბიზნესიდეის რეალობად ქცევამდე სწრაფადცვალებად ბაზარს ალღო აუღოთ და მუდამ განვითარებაზე იზრუნოთ, რათა კონკურენტულ გარემოში გადარჩენა შეძლოთ.
საქართველოს ბანკის შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმის — ბიზნესკურსის ახალი კურსი: 21-ე საუკუნის უნარები სწორედ ჩვენი საუკუნის გამოწვევებისთვის მოსამზადებელი ცოდნით მოგამარაგებთ, რაც მოულოდნელობებით სავსე ბაზარზე თავის დამკვიდრებაში დაგეხმარებათ. ამ სტატიაში კი იმ 10 გარემოების შესახებ წაიკითხავთ, რომელთა გათვალისწინებაც თანამედროვე ბიზნესის მართვისთვის აუცილებელია.
1. სიახლეებს თვალი ადევნეთ და სწრაფად იმოქმედეთ
ფოტო: MDS
შესავალში ამდენი ვწერეთ მოულოდნელობებით სავსე საუკუნეზე და რასაკვირველია, ბიზნესის მფლობელს სიახლეებზე სწრაფად რეაგირება უნდა შეეძლოს. იცვლება სოციალური გამოწვევები, მომხმარებლის მოთხოვნები (ამის მაგალითი პანდემიამაც გვიჩვენა, როცა კომპანიებმა დაუყოვნებლივ სცადეს დისტანციური სერვისების გააქტიურება), ერთ სოციალურ ქსელს მეორე ენაცვლება და ბიზნესებს ახალ პლატფორმაზე თავის დამკვიდრება უწევთ. ამიტომ, ყველაზე მთავარია, მუდამ თვალს ადევნებდეთ მიმდინარე ტენდენციებს და ბიზნესსტრატეგიასაც ამის მიხედვით ცვლიდეთ.
2. მომხმარებელთა კომფორტზე იზრუნეთ
ფოტო: HoangPts / Dribbble
თანამედროვე მომხმარებელს სასურველი პროდუქტის მიღება სულ უფრო სწრაფად და იოლად უნდათ. შესაძლოა, ადრე სხვა გზა არ არსებობდა და ადამიანი არც საცობს და არც ცუდ ამინდს დაეძებდა, რათა სურვილი შეესრულებინა, მაგრამ ახლა ასე აღარაა. საკუთარ სახლში კომფორტულად მოკალათებული ადამიანი ეძებს გზებს, რომლითაც ყოველდღიურ მოთხოვნებს მარტივად დაიკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ, არაერთი კომპანია ავითარებს დისტანციურ სერვისებს, საკურიერო მომსახურებას იყენებს ან, სულაც, გამარტივებულად ცდილობს მომხმარებელზე ზრუნვას — ამ ტენდენციას არც თქვენ უნდა ჩამორჩეთ.
3. გამართეთ სოციალური მედია
ფოტო: Sriram Govindasamy / Dribbble
ადამიანები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ სოციალურ ქსელებში. ფეისბუქი, ინსტაგრამი და ახლა უკვე ტიკტოკი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ამიტომ, თუ გსურთ, მომხმარებლამდე მიაღწიოთ, სოციალური ქსელების განვითარების სტრატეგია დაგჭირდებათ. მომხმარებელთა ქცევის გათვალისწინებით, ბიზნესს, რომელიც სოციალურ ქსელებში უხილავია, დიდად არც რეალურ სივრცეში აქვს გადარჩენის შანსი.
4. ტექნოლოგიურ გარდაქმნებს თვალი ადევნეთ
ფოტო: Aki Tanninen / Dribbble
ტექნოლოგიების საუკუნეში ძველი მეთოდებით ბიზნესის მართვა ძნელად წარმოსადგენია. ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა ბიზნესის ეფექტიანად მართვა, ნაკლები დანახარჯით მეტი სარგებლის მიღება და იმ ენაზე საუბარი გააიოლა, რომელიც მომხმარებელს ყველაზე უკეთ ესმის. ამიტომ, თვალი მიადევნეთ თქვენი ბიზნესისთვის სასარგებლო ტექნოლოგიურ სიახლეებს და თქვენს სამუშაო პროცესში მაქსიმალურად გამოიყენეთ.
5. მომხმარებლებს ინოვაციური პროდუქტები და მიდგომები შესთავაზეთ
ფოტო: VectorMine / Dribbble
რომც ეცადოთ, ბორბალს ვეღარ გამოიგონებთ, მაგრამ უკვე არსებული პროდუქტის ახლებურად შეფუთვა ან ინოვაციური მიდგომების სწრაფად ათვისება სხვებისგან გამორჩეული ბრენდის შექმნაში დაგეხმარებათ. ამას მომხმარებლებიც დაგიფასებენ, რომელთაც უკვე არჩეული აქვთ საყვარელი, სანდო პროდუქტი, მაგრამ როცა რაიმე სიახლე აღაფრთოვანებთ, აუცილებლად აძლევენ მას შანსს. ინოვაციური ხერხების გამოყენებით სკეპტიკურად განწყობილი მომხმარებლის გულის მოგებასაც კი შეძლებთ.
6. გაითვალისწინეთ, ახლა სტარტაპებისთვის საუკეთესო დროა
ფოტო: Oleksii Kolosov / Dribbble
ადამიანები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ მცირე წარმოებას და ინდივიდუალურ წამოწყებებს, რომლებიც დიდი კორპორაციებისგან დამოუკიდებლად ცდილობენ ბაზარზე საკუთარი ადგილის პოვნას. სტარტაპებს ერთი მომგებიანი ნიშა აქვთ — მომხმარებლები მეგობრულად არიან განწყობილი და მათ წარმატებას ელიან. ამიტომ, თქვენი ბიზნესიდეა მცირე ნაბიჯებით დაიწყეთ და სამომავლოდ უფრო დიდი მიზნების შესრულებასაც მარტივად შეძლებთ.
7. მომხმარებლებთან მუდმივი კავშირი შეინარჩუნეთ
ფოტო: Isaac / Dribbble
ზემოთ ჩამოთვლილი უნარები თუ ხრიკები რომ გაითვალისწინოთ, მაგრამ მომხმარებელთან მუდმივი კავშირი არ შეინარჩუნოთ, მათ გულს ვერ მოიგებთ და აუცილებლად რაიმე ახალი პროდუქტით ჩაგანაცვლებენ. ყურადღება მიაქციეთ, რას ითხოვენ მომხმარებლები სოციალურ ქსელებში, რა პრეტენზიებს გამოთქვამენ, რა მოლოდინებს გიწესებენ და ამის მიხედვით იმოქმედეთ.
8. ახალგაზრდების გულის მოგებაზე იფიქრეთ
ფოტო: Vitalina Gofman / Dribbble
თანამედროვე მომხმარებლების დიდი სეგმენტი ახალგაზრდები არიან. ისინი ბევრად სწრაფად ახერხებენ სიახლეებისთვის ფეხის აწყობას და წარმატებასაც იოლად აღწევენ. ინფლუენსერები, სოციალურ პრობლემებზე მოფიქრალი, ტექნოლოგიურ გარემოში გაზრდილი ახალგაზრდები თქვენი ბიზნესის ყველაზე კრიტიკული შემფასებლებიც არიან და ამავდროულად, შეიძლება თქვენი წამოწყების მომხმარებლებისთვის გაცნობაც სხვებზე უკეთ შეძლონ.
9. სოციალურ გამოწვევებზე, მათ შორის, ეკოლოგიაზე იზრუნეთ
ფოტო: tubik.arts / Dribbble
თაობა ზ და მალე უკვე თაობა ალფაც საზოგადოების ყველაზე აქტიური წევრები იქნებიან. მათ არა მხოლოდ კომფორტული, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბრენდები ხიბლავთ, არამედ მოსწონთ ის კომპანიები, რომლებიც სოციალურ გამოწვევებს პასუხობენ და განსაკუთრებულ ყურადღებას ეკოლოგიას აქცევენ. თქვენ ახლა უბრალოდ პროდუქტის შემქმნელი კი აღარ ხართ, მსოფლიოსთვის უკეთესობის მოტანაზე ზრუნვაც გევალებათ — სხვაგვარად გადარჩენა ბევრად რთულია.
10. მუდამ შემოქმედებითი გზები ეძიეთ
ფოტო: ZhangFan / Dribbble
21-ე საუკუნის ხრიკების გამოყენებასთან ერთად ყველაზე მთავარი არ უნდა დაივიწყოთ — თანამედროვე ბიზნესსამყაროში გადარჩენის უნარები ისე უნდა გამოიყენოთ, რომ მომხმარებლები დააინტერესოთ. რეკლამის ტრადიციულ მედიაში განთავსება საკმარისი აღარ არის, ონლაინ თუ რეალური სივრცე უნდა აითვისოთ და მომხმარებელს მუდამ შეახსენოთ, რომ თქვენ მათთან ერთად ვითარდებით და არც რისკებს უშინდებით.
21-ე საუკუნეში ბიზნესის მართვისთვის საჭირო ცოდნის შესაძენად საქართველოს ბანკის შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმის — ბიზნესკურსის ახალ კურსზე: 21-ე საუკუნის უნარებზე უნდა დარეგისტრირდეთ. გამოცდილი ტრენერი, ქოუჩი და ბიზნესკონსულტანტი, ალექსანდრე ჯეჯელავა დაგეხმარებათ, რომ თქვენი იდეა თანამედროვე, კონკურენტუნარიან ბიზნესად აქციოთ. კურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ აღნიშნულ ბმულს.
-
შეიძლება თუ არა, დრო "უკან წავიდეს"? — ახალი კვლევა კვანტურ სამყაროში უჩვეულო ეფექტს აღწერს შეიძლება თუ არა, დრო "უკან წავიდეს"? — ახალი კვლევა კვანტურ სამყაროში უჩვეულო ეფექტს აღწერს
გადახედვა
-
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირმა მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 120 მილიონი ევრო გამოყო ევროკავშირმა მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 120 მილიონი ევრო გამოყო
გადახედვა
-
"რიყის დოქების" დემონტაჟზე მერიამ ნებართვა გასცა "რიყის დოქების" დემონტაჟზე მერიამ ნებართვა გასცა
გადახედვა
-
მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
-
წყალდიდობის გამო ჩინეთის ფერმიდან 900-ზე მეტი გველი გაიქცა — ნახეთ ვიდეო წყალდიდობის გამო ჩინეთის ფერმიდან 900-ზე მეტი გველი გაიქცა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
რა კავშირშია ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა კუჭ-ნაწლავის ინფექციების ზრდასთან? — გიორგი კამკამიძის პროგნოზი რა კავშირშია ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა კუჭ-ნაწლავის ინფექციების ზრდასთან? — გიორგი კამკამიძის პროგნოზი
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "თელავში ღვარცოფის დამცავი ნაგებობები 4 წლის წინ გაიწმინდა, ყველაფერი იყო მწყობრში" შალვა პაპუაშვილი: "თელავში ღვარცოფის დამცავი ნაგებობები 4 წლის წინ გაიწმინდა, ყველაფერი იყო მწყობრში"
გადახედვა
-
"ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია" — მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის განცხადებაზე "ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია" — მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის განცხადებაზე
გადახედვა
-
რატომ ჭრის ზოგიერთი ფეხბურთელი წინდებსა და ბუცებს? რატომ ჭრის ზოგიერთი ფეხბურთელი წინდებსა და ბუცებს?
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებს ეუთოს მისიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებს ეუთოს მისიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ფრენის შემდეგ წარმატებით დააბრუნეს ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ფრენის შემდეგ წარმატებით დააბრუნეს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ახალ მისიას იწყებს ევროკავშირი სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ახალ მისიას იწყებს
გადახედვა
-
რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე? რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე?
-
როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე? ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე?
-
როგორი მაცივარი გჭირდებათ? დიდი არჩევანი მეგატექნიკაში, მაცივრის ტიპისა და ფასის მიხედვით როგორი მაცივარი გჭირდებათ? დიდი არჩევანი მეგატექნიკაში, მაცივრის ტიპისა და ფასის მიხედვით
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14-16 ივლისს? როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14-16 ივლისს?
გადახედვა
-
"ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა" — ირაკლი კობახიძე თელავის სტიქიაზე "ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა" — ირაკლი კობახიძე თელავის სტიქიაზე
გადახედვა
-
მსუქანი, შავკანიანი, ბედნიერი გოგო ვარ, ყოველთვის ეცდებოდნენ ჩემს განადგურებას — ლიზო მსუქანი, შავკანიანი, ბედნიერი გოგო ვარ, ყოველთვის ეცდებოდნენ ჩემს განადგურებას — ლიზო
გადახედვა
კომენტარები