ნიკა მელია

16 Apr. 2022, 20:30

ჩემთვის დიდი პატივია ვიდგე იმ ბიჭების გვერდით, ვინც სიცოცხლის ფასად იცავს თავისუფლებას, ვინც უკრაინაში იბრძვის როგორც უკრაინის, ისე საქართველოს თავისუფლებისთვის. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სად იბრძვი თავისუფლებისთვის, ბოროტების დასამარცხებლად — თავისუფლებისთვის ბრძოლა არ ცნობს გრძედებს და განედებს. საამაყო და მისაბაძია ყველა მებრძოლი, რომელიც იბრძვის მტარვალების წინააღდეგ და მე, ნამდვილად მეამაყება დღეს მათ გვერდით დგომა, თავად მმატებს მხნეობას მათი გამხნევება!

ჩვენი ბიჭები გმირულად, უკომპრომისოდ იბრძვიან ყველგან, სადაც კი მძიმე ბრძოლები მიდის, სადაც კი წყდება ომისა და მშვიდობის ბედი, სადაც იწერება ახალი ევროპის, ახალი მსოფლიოს ისტორია. ეს ისტორია იწერება გმირების სისხლით, მათ შორის, ქართველი გმირების სისხლით! ქედს ვიხრი ბრძოლის ველზე დაცემული ყველა მებრძოლის გმირობისა და მარადიული ხსოვნის წინაშე. ვიზიარებ მათი ოჯახების ღრმა მწუხარებას

წერს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია და Facebook-ზე სამხედროებთან ერთად ფოტოს აქვეყნებს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები, ნიკა მელია, ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია უკრაინაში ჩავიდნენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  3. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  4. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
  5. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ