სტარტაპერი 5 — საამურის შექმნისა და წარმატების ისტორია
ფოტო: სტარტაპერი
2017 წელს თიბისიმ გადაწყვიტა, რომ ახალი ბიზნესებისა და იდეებისთვის მხარი დაეჭირა და პროგრამა სტარტაპერი შექმნა, რომელსაც უკვე 5 წელი შეუსრულდა. ამ დროის განმავლობაში სტარტაპერით უკვე 55 000-ზე მეტმა დამწყებმა ქართულმა ბიზნესმა ისარგებლა. სტარტაპერი დამწყებ ბიზნესებს როგორც ფინანსურ, ასევე არაფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს. უფრო ზუსტად კი სტარტაპერი ახალ ბიზნესებს შემდეგ მიმართულებებს სთავაზობს: საბანკო პროდუქტებს, სტარტაპ განათლებას, სტარტაპ შეთავაზებას, მედია მხარდაჭერას, ინდივიდუალურ კონსულტაციებს, ტრენინგებს, სესხს სტარტაპისთვის და სტარტაპ ივენთებს.
სტარტაპერის ერთ-ერთი მონაწილეა ღვინის მაღაზია-ბარი საამური, რომელიც დღეს ფაბრიკის ტერიტორიაზე მდებარეობს და მომხმარებლების დიდ მოწონებასაც იმსახურებს. იმის შესახებ, თუ რა გზა გაიარა საამურმა წარმატებამდე და რა გამოარჩევს მას ქართულ ბაზარზე, მაია ჭოხონელიძე მოგვიყვება.
დავიწყოთ იმით, თუ რატომ გადაწყვიტეთ საამურის შექმნა და როგორ მოგივიდათ ეს იდეა?
საამურის შექმნა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ზოგადად, ღვინო ძალიან მიყვარს და თან ჩემი ქმარიც მეღვინეა, რომელიც 2006 წლიდან საკუთარ ღვინოს აწარმოებს. ყოველთვის მინდოდა, რომ საკუთარი ბარი მქონოდა, რომელშიც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებოდათ, რომ ბუნებრივი ღვინო დაელიათ და ამ კულტურას თავიდან გასცნობოდნენ.
რას სთავაზობს საამური თავის მომხმარებლებს და თქვენი აზრით, რა უპირატესობა აქვს კონკურენტებთან მიმართებით?
ჩვენს მომხმარებლებს სხვადასხვა მარნის ბუნებრივ ღვინოს ვთავაზობთ. გარდა ამისა, გვაქვს საამურის ხაზიც და სხვადასხვა მეღვინესთან თანამშრომლობით ჩვენი ბრენდის სახელით ვასხამთ ღვინოს, რომელიც ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომია. კონკურენციას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ყველა ღვინის კომპანიასა თუ ბარს საერთო მიზანი გვაქვს და გვსურს, რომ ჩვენი მომხმარებელი ღვინით ვასიამოვნოთ.
ფოტო: Facebook / საამური
რადგან ქართულ ბაზარზე ღვინის სხვადასხვა მაღაზია თუ ბარი უკვე არსებობს, ბიზნესის პირველ ეტაპზე გადააწყდით თუ არა გამოწვევებს?
საამურში მხოლოდ ბუნებრივი ღვინოები გვაქვს, როგორც ქართული, ასევე უცხოური წარმოების. ამიტომ, თავიდანვე ვიცოდით, რომ უფრო რთულ პროდუქტთან გვქონდა საქმე და ბიზნესის დაწყება რთული იქნებოდა. როცა საამურისთვის ფართი ვიქირავეთ, პანდემიაც სწორედ მაშინ დაიწყო და სარემონტო სამუშაოებსაც ვერ ვიწყებდით, რადგან შეზღუდვების გამო ქვეყანაში ყველაფერი გაჩერებული იყო. ასე რომ, ბიზნესის დაწყება თავიდან საკმაოდ რთული იყო, თუმცა ერთი წლის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომხმარებლების რაოდენობა თანდათან მატულობს და ჩვენს თავდაპირველ მიზანს მივაღწიეთ.
საამური თიბისის სტარტაპერის ერთ-ერთი წარმატებული მონაწილეა. საინტერესოა, როდის გახდით ამ პროგრამის მონაწილე, რა ეტაპზე იყო მაშინ თქვენი ბიზნესი და რა ტიპის მხარდაჭერა მიიღეთ თიბისისგან?
რეალურად, ბიზნესი დაწყებული არ გვქონდა, რადგან როცა ბარის გაკეთება გადავწყვიტეთ, დაახლოებით ერთ თვეში პანდემია დაიწყო. ასე რომ, ამ პერიოდში შეჩერებულები ვიყავით და ვირუსთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას ველოდებოდით. სწორედ ამ დროს ფაბრიკაში სივრცე გამოჩნდა და გადავწყვიტეთ, რომ ეს შანსი არ დაგვეკარგა. შემდეგ კი ფაბრიკამ სწორედ ჩვენი პროექტი აირჩია, თუმცა ჩვენ ამხელა სივრცისა და ბიზნესისთვის საკმარისი თანხა არ გვქონდა და გადავწყვიტეთ, რომ სტარტაპ სესხით გვესარგებლა. ეს სესხი საამურის შექმნის პირველ ეტაპზე ძალიან დაგვეხმარა და მე პირადად არც კი მეგონა, თუ ასე მარტივად, სწრაფად და არცთუ ისე ბევრი ბიუროკრატიული მოთხოვნით სესხის აღება შეიძლებოდა. გარდა სტარტაპ სესხისა, სტარტაპერში ჩართვიდან დღემდე თიბისი მედია მხარდაჭერითაც გვეხმარება და ცდილობს, რომ საამურის შესახებ ბევრმა ადამიანმა გაიგოს.
და ბოლოს, რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის დაწყება სურთ?
ვურჩევდი, რომ აუცილებლად დაიწყონ. იმიტომ, რომ როცა მოქმედებაში ხარ და აქტიური ხარ, ყოველთვის ჩნდება ახალ-ახალი შესაძლებლობები. ამიტომ თუ ბიზნესის იდეა აქვთ, მისი დაწყება არ უნდა გადადონ.
თიბისიმ 2017 წელს საქართველოში დამწყები ბიზნესების დაფინანსება დაიწყო და პროგრამა სტარტაპერი შექმნა. პროგრამა სტარტაპერის მიზანი ქვეყანაში სტარტაპების მხარდაჭერა და ბიზნესის დაწყების პოპულარიზაციაა. ამ დრომდე სტარტაპერებზე სესხის სახით გაცემულია 315 მილიონ ლარზე მეტი. იდეის ბიზნესად ქცევაში პროგრამა სტარტაპერი ადამიანებს შემდეგი მიმართულებებოთ სთავაზობს მხარდაჭერას: საბანკო პროდუქტები, სტარტაპ განათლება, სტარტაპ შეთავაზება და მედია მხარდაჭერა. 5 წლის განმავლობაში უკვე 55 000-ზე მეტმა დამწყებმა ბიზნესმა ისარგებლა სხვადასხვა მხარდაჭერით.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
კომენტარები