გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14-16 აპრილს ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი, მათი ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში 0, -1, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -1, -3 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში, საქართველოს მთიან რეგიონებში -2-დან -7 გრადუსამდე ტემპერატურას ვარაუდობენ. მათივე თქმით, ამან შესაძლებელია ხეხილოვანი კულტურების ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს.