დიაბეტის მართვა ინსულინის გარეშე? — მეცნიერებმა ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს
ტექნოლოგიის ფართოდ დანერგვის შემთხვევაში იგი უამრავი ადამიანის საჭიროებას დააკმაყოფილებს, რადგან ინსულინი საკმაოდ ძვირია, ბევრ ადამიანს კი ეს სიცოცხლის ფასად უჯდება.
შესაძლოა, მეორე ტიპის დიაბეტის სამართავად ექიმების მალე ახალი საშუალება აღმოაჩნდეთ ხელთ — ჟურნალში Nature Biomedical Engineering გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა სპეციალური ულტრაბგერითი ტექნოლოგია, პერიფერიულად ფოკუსირებული ულტრაბგერითი სტიმულაცია (pFUS), გამოიყენეს და ტესტირების მონაწილეთა ღვიძლებზე მიმართეს იმის შესამოწმებლად, შემცირდებოდა თუ არა სისხლში შაქრის დონე. მეთოდმა ცხოველთა სამ სახეობაში ყოველგვარი დამატებითი მედიკამენტების გარეშე იმუშავა.
ასევე იხილეთ: ყველაფერი, რაც ინსულინრეზისტენტობის შესახებ უნდა ვიცოდეთ
"სამწუხაროდ, ამჟამად ძალიან ცოტა მედიკამენტი ამცირებს ინსულინის დონეებს", — განაცხადა რაიმუნდ ჰერცოგმა, იელის ენდოკრინოლოგმა, რომელიც კვლევაზე მუშაობდა — "ეს ამაღელვებელი, სრულებით ახალი, მკურნალობის დამატებითი ვარიანტი იქნება ჩვენი პაციენტებისათვის".
პროექტს GE Research-ის გუნდი წარუძღვა, რომელშიც რამდენიმე სხვადასხვა უნივერსიტეტის მკვლევრები იყვნენ ჩართული. ერთ-ერთი ბიოსამედიცინო ინჟინრის თქმით, მალე დაიწყება კვლევები იმის დასადგენადაც, თუ რამდენად მოქმედებს მიდგომა ადამიანებზე.
"კლინიკურის წინარე კვლევებში ვაჩვენეთ, რომ შეიძლება, ულტრაბგერა დიაბეტის პრევენციისა თუ რევერსიისთვის გამოვიყენოთ", — განაცხადა კრისტოფერ პულეომ კომპანიის პრესრელიზში.
ტექნოლოგიის ფართოდ დანერგვის შემთხვევაში იგი უამრავი ადამიანის საჭიროებას დააკმაყოფილებს. მით უფრო მაშინ, როცა ინსულინი საკმაოდ ძვირია, ბევრ ადამიანს კი ეს სიცოცხლის ფასად უჯდება.
კომენტარები