სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება
სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორმა, რომელიც ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას ისახავს მიზნად. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა 80-მდე სტარტაპმა მიიღო და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 20 გუნდი, რომელიც მომდევნო 12 კვირის განმავლობაში საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე იმუშავებს.
შერჩეული სტარტაპები:
- Ambry — ბლოკჩეინზე დაფუძნებული AML პლატფორმა, რომლიც უზრუნველყოფს კრიპტო საფულეების უსაფრთხოების შემოწმებასა და სხვადასხვა კრიპტო ტრანზაქციის ისტორიის, წარმომავლობისა და განვლილი გზების შესწავლას;
- Boq.ge — სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენის, ანალიზისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების ონლაინ პლატფორმა;
- CarLink — მაღალტექნოლოგიური ავტო ასისტენტი, რომელიც ზოგავს დროს და ფინანსებს;
- CollaBiz — B2B გაყიდვების პლატფორმა, რომელიც ეფექტურად აკავშირებს ბიზნესებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და აძლევს მათ საშუალებას მიიღონ საუკეთესო ხარისხის სასურველი პროდუქტი ყველაზე დაბალ ფასად;
- Did.ge — პლატფორმა, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებს ბიზნესის გაციფრულებას გაუმატივებს;
- Digital Village - myfazenda.eu — ციფრული სოფელი, რომელიც ინოვაციური მიდგომებით დააკავშირებს ერთმანეთთან მიწის მესაკუთრეებს, ფერმერებს, ლოგისტიკურ კომპანიებს, კაპიტალის მფლობელებსა და მრავალ დარგობრივ სუბიექტს;
- Lawformer — პირველი საერთაშორისო ლიგალ ტექ პლატფორმა, რომელიც კომპლექსური სამართლებრივი ხელშეკრულების შესაქმნელად საჭირო ყველა რესურსს აერთიანებს;
- LynX -—ონლაინ პლატფორმა, რომელიც მცირე ტიპის სესხებზე განაცხადის გაკეთებას და თანხის უმოკლეს დროში მიღებას ამარტივებს;
- MEDU — სამედიცინო საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც ვირტუალური და ჰიბრიდული სამედიცინო ღონისძიებების ორგანიზების გზით, ამარტივებს კომუნიკაციას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორის. ამგვარად, პროფესიული განვითარება უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია;
- Nomaderia — პლატფორმა, რომელიც დისტანციურად მომუშავე მოგზაურებს დაეხმარება მათი ინტერესების შესაფერისი ქვეყნის შერჩევაში, სამოგზაურო დოკუმენტების მომზადებაში, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების შერჩევაში, საჭირო კავშირების დამყარებაში და ა.შ;
- PHARAO — ადამიანების 3D ასლების ციფრული ბიბლიოთეკა, რომლებიც საწყის ეტაპზე NFT და Metaverse პლატფორმებზე გაიყიდება;
- SAIT — საქალაქთაშორისო გადაადგილების ონლაინ პლატფორმა, რომელიც ამარტივებს გადაადგილებას და მნიშვნელოვნად ზოგავს დროს;
- Setplace — მარკეტფლეისი, რომელიც კინოში, ფოტოგრაფიაში, სხვა ვიზუალურ ხელოვნებასა და საგანმანათლებლო სფეროში მომუშავე პირებს გაუმარტივებს გადასაღები სასურველი სივრცეების მოძიებასა და დაჯავშნას;
- Space Management — კვების ობიექტების end-to-end მართვის მოწინავე და ჭკვიანი სისტემა;
- SpiceApp — მობილური აპლიკაცია, სადაც მოკლევადიანი უცხოელი ვიზიტორები, ადგილობრივი კომპანიებისგან ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს მიიღებენ;
- Tasteit — სოციალური ქსელი რესტორნებისა და მომხმარებლებისთვის;
- UniSoft — ღუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებული უნივერსიტეტების პროცესების მართვის სისტემა, სადაც გაერთიანებული და ავტომატიზირებულია ყველა ის ფუნქციონალი, რომელიც უნივერსიტეტს ჭირდება აკადემიური პროცესის განმავლობაში;
- Wempler — პლატფრომა დროებითი დასაქმებისათვის;
- WorkIn — დასაქმების ინოვაციური პლატფორმა;
- გააჩუქე — მარკეტფლეისი, სადაც მომხმარებელი სასურველი ნივთის შეძენისას ავტომატურად ხდება სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდის შემომწირველი.
პრე-აქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში და შედგება 5 ძირითადი კომპონენტისგან:
- თემატური სამუშაო სესიები;
- ინდივიდუალური შეხვედრები მენტორთან;
- ნეთვორქინგი — P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, Stand-up-ები;
- მოწვეული სპიკერის სესიები;
- დემო დღე — მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ინვესტორების წინაშე, სადაც
საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და
გაფართოების მიზნით.
მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია, მომხმარებლის სეგმენტაცია, ფასეული შეთავაზება, მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები, Growth Marketing, MVP და ტექნიკური პროდუქტის შექმნა, ბიზნესმოდელი და ფინანსები, Pitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება.
პრე-აქსელერატორის დასრულების შემდეგ სტარტაპებს მზად ექნებათ: ბიზნესგეგმა/ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, პროდუქტის პროტოტიპი ან მისი შესრულების ტექნიკური გეგმა, Pitch Deck, საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად.
პროგრამის პარტნიორები: EFSE Entrepreneurship Academy, თიბისის პროგრამა სტარტაპერი, The European Union for Georgia, აჭარა ჯგუფი
პროგრამის მხარდამჭერები: Investo, Noxtton
სტარტაპ პრე-აქსელერატორი Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ (ელენე ჟვანია და ქეთევან ებანოიძე, Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებლები, ნინუცა ნანიტაშვილი, DevRel პროგრამის მენეჯერი Google-ისთვის (EPAM), მირიან ხომერიკი, ტექნიკური პროექტების მენეჯერი, Clientela, ვასილ ჩუბინიძე, ჟუჟუნა ღვინოს თანადამფუძნებელი, მარკეტერი) 2021 წელს დაფუძნდა. გუნდმა სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პირველი ნაკადის დემო დღე 2021 წლის ივნისში გაიმართა, პროგრამაში მონაწილე სტარტაპებმა საერთო ჯამში 500 000 ლარის ინვესტიცია/გრანტი მოიპოვეს.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები