ევროკავშირი სანქცირებული რუსების აქტივების უკრაინისთვის გამოყენებას განიხილავს — Bloomberg
ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი / Facebook
ევროკავშირის ოფიციალური პირები სანქცირებული რუსი მაგნატების ქონების ომის შემდგომ უკრაინის აღდგენისთვის გამოყენებას განიხილავენ. ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ იდეა ადრეულ ეტაპზეა და გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
"ამ ეტაპზე აქტივები მხოლოდ გაყინულია", — თქვა ევროკომისიის პრეზიდენტის სპიკერმა, ერიკ მამერმა. მისი თქმით, პრეზიდენტს ამ საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით დავალება არ გაუცია.
როგორც ცნობილია, პუტინის ომს უკრაინაში ცივილიზებული სამყაროს მხრიდან რუსეთის მიმართ უპრეცედენტო სანქციები მოჰყვა. მათ შორის, რუს ოლიგარქებს სანქციები ევროკავშირმაც დაუწესა. ევროპის ქვეყნების სანქციები შეეხო რუსი უმდიდრესი ადამიანების იახტებს, კერძო თვითმფრინავებსა და სხვა სახის ქონებას. მხოლოდ იტალიამ 780 მილიონი ევროს რუსული აქტივები გაყინა.
ხუთშაბათს ევროკავშირმა განაცხადა, რომ ქმნის "გაყინვისა და ჩამორთმევის" სამუშაო ჯგუფს, რათა წევრ ქვეყნებს სანქციების შესრულების საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაუზიაროს.
Bloomberg წერს, რომ ჯგუფი წევრი ქვეყნების ქმედებებს კოორდინაციას გაუწევს, რათა სანქცირებულ რუს და ბელორუს ოლიგარქებს ჩამოერთვათ ქონება. ამასთან, გამოცემის ცნობით, სადაც კანონმდებლობა მოითხოვს, უნდა მოხდეს მათი კონფისკაცია.
უკრაინა თითქმის ერთი თვეა, რაც რუსეთის თავდასხმებს იგერიებს. პარასკევს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნის შესაძლებლობის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. ეს მექანიზმი უკრაინას მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური ამოცანების გადაჭრაში უნდა დაეხმაროს. მიშელის თქმით, პარტნიორებს შეეძლებათ, უკრაინის დახმარების საქმეში საერთაშორისო დონორების დახმარებით წვლილი შეიტანონ.
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები