ეს სტარტაპი აპირებს, ადამიანის ხელოვნური ორგანოები კოსმოსიდან მოგვაწოდოს — როგორ
Inversion Space ლოს ანჯელესში დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც მიზნად საქონლის დედამიწის ორბიტაზე გაშვებას, იქ განუსაზღვრელი დროით შენახვას და შემდეგ მათ უკან, დედამიწაზე დაბრუნებას ისახავს მიზნად.
საქონელი, რომელთა შორის ხელოვნური ორგანოებიც მოიაზრება, ორბიტაზე სპეციალურ კაფსულაში უნდა განთავსდეს, საჭიროების შემთხვევაში კი იგი დედამიწაზე ბგერის სიჩქარეზე 25-ჯერ მეტი სიჩქარით უნდა ჩამოფრინდეს.
New York Times-ის მიხედვით, მოწყობილობებმა ადამიანის ხელოვნური ორგანოები საავადმყოფოებში იქამდე უნდა ჩამოუშვან, სანამ ისინი სამედიცინო პროცედურებისთვის გახდება საჭირო.
სტარტაპის დამფუძნებლებმა, ოსტინ ბრიგსმა და SpaceX-ის ყოფილმა სტაჟიორმა, ჯასტინ ფიასკეტიმ, NYT-ის განუცხადეს, რომ მათი მიზანი ისეთი კაფსულების შექმნა იყო, რომლის საშუალებითაც ორბიტაზე ნივთების მარაგის შექმნა და მათი მთელი დედამიწის მასშტაბით სწრაფად მიწოდება იქნებოდა შესაძლებელი.
23 წლის დამფუძნებლებმა, ბრიგსმა და ფიასკეტიმ სტარტაპი საწყისი 10 მილიარდი დოლარით წამოიწყეს. გარდა ამისა, ისინი Y Combinator-ს — სტარტაპ აქსელერატორს შეუერთდნენ, რამაც სტარტაპს გარკვეული სანდოობა შესძინა.
დედამიწაზე ხელოვნური ორგანოების გამოგზავნის გარდა, მათი თქმით, ზემოხსენებულ კოსმოსურ საწყობ ერთეულებში მობილური საავადმყოფო ერთეულების განთავსებაც იქნება შესაძლებელი, რომელსაც პლანეტის ნებისმიერ წერტილში ჩაუშვებენ.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ სტარტაპის მისიის სისრულეში მოყვანას არაერთი ტექნოლოგიური წინსვლა გვაშორებს. მაგალითად, ცვლადი ხელოვნური ორგანოები ჯერ საერთოდ არ არსებობს. კოსმოსური ფრენები რადიკალურად უნდა გაიაფდეს იმისთვის, რომ რაიმეს კოსმოსში გაგზავნა და შემდეგ უკან ჩამოფრენა მიახლოებული მაინც იყოს კომერციული თვითმფრინავით ფრენის ფასთან, ეს უკანასკნელი კი უკვე ისედაც საკმარისად სწრაფია სამედიცინო მარაგის მისაწოდებლად ყველგან, სადაც ამის საჭიროება დგას.
აღსანიშნავია ისიც, რომ კოსმოსში რაკეტის გაშვების ფასი ყოველწლიურად იკლებს. მართალია, SpaceX-ის Falcon 9-ის ზომის რაკეტების გაშვება მილიონობით დოლარი ჯდება, თუმცა Inversion Space-ის დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ მათი კაფსულა, მცირე ზომიდან გამომდინარე, ნებისმიერ რაკეტაში ჩაეტევა.
როგორც ჩანს, ზოგი ამ იდეას საკმაოდ დამაჯერებლად მიიჩნევს, თუმცა სტარტაპის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მის მიზნებს შორის არსებული ლოჯისტიკური წინაღობები, ჯერჯერობით, თითქმის გადაულახავი ჩანს.
კომენტარები