სისტემამ იმ დღეს ჩვენ გვაზარალა მორალურად, ემოციურად და არ შეიძლება, აქეთ გვედავებოდეს პოლიცია — თაბაგარი
თბილისი პრაიდის დამფუძნებლის, გიორგი თაბაგარის განცხადებით, 5 ივლისს სისტემამ ისინი მორალურად და ემოციურად დააზარალა და არ შეიძლება, მათ პოლიცია აქეთ ედავებოდეს. ამის შესახებ მან იმ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა, რომელზეც პოლიციელის გინების გამო სამართალდამრღვევად ცნეს და სიტყვიერი შენიშვნა მისცეს.
"მივიჩნევ, რომ პოლიცია იმ დღეს იმსახურებდა კრიტიკას, იმ დღეს პოლიციამ სრული კრახი განიცადა ადამიანების დაცვის კუთხით, არ იყო არსად, სადაც გვჭირდებოდა ყველაზე მეტად და ასეთ ვითარებაში, მგონია, რომ ძალიან არასწორი მიმართულება მიეცა მთელი 5 ივლისის გამოძიების საქმეს და განსაკუთრებით, იმ ფონზე, როცა არცერთი ორგანიზატორი არ არის სამართლებრივ პასუხიგებაში მიცემული", — განაცხადა მან.
მისივე თქმით, 5 ივლისის შემდეგ "თავმოყვარე ქვეყნის თავმოყვარე შინაგან საქმეთა მინისტრი" გადადგებოდა, იმის ნაცვლად, რომ მსგავს შემთხვევებზე მათ წინააღმდეგ საქმე ეწარმოებინათ.
"თავიდან ვუსმენდი ამ პოლიციელს, როცა მიხნიდა, რაზე მირეკავდა, არ ვიცოდი, მეგონა, რომ საშველად მოვდივარ ან რამე სხვა ტიპის იფნორმაცია და მშვიდად ვუსმენდი. მაგრამ, როცა მოვისმინე აბსურდული შეთავაზება, რომ იმ ოფისში, სადაც რამდენიმე წუთის წინ ლეწავდნენ ყველაფერს და ზუსტად იგივე პოლიციელები ორასი მეტრის დისტანციიდან არ იყვნენ ჩვენს დასაცავად, მე ჩავთვალე ძალიან აბსურდულად, ვუთხარი, როგორ ბედავდა საერთოდ დარეკვას ამ საკითხზე", — განაცხადა მან.
5 ივლისს პოლიციელის გინების გამო თაბაგარი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა მისცა. ბრალდების მხარე მისთვის 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითხოვდა. დაცვის მხარე აღნიშნულს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. საქმე ეხება 5 ივლისს, იმ დროს, როცა ძალადობრივი ჯგუფი მშვიდობიან მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდა და თბილისი პრაიდის წარმომადგენლები უსაფრთხო სივრცის პოვნას ცდილობდნენ. გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლის დროს პოლიციელმა დაურეკა და უკვე დარბეული ოფისის კარის გაღება მოითხოვა, რის გამოც აგინა.
თბილისი პრაიდის დამფუძნებელმა, გიორგი თაბაგარმა 4 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო. როგორც თაბაგარი ჰყვება, 5 ივლისს, თბილისი პრაიდის ოფისის დარბევისა და ქუჩაში ძალადობის შემდეგ, როცა სახელმწიფომ მშვიდობიანი მოქალაქეების ვერ დაიცვა, პოლიციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ზარალის აღწერისა და საგამოძიებო მოქმედებებისთვის დარბეული ოფისის კარის გაღება სურდათ. თაბაგარის თქმით, ამ დროს მოძალადეებისგან თავის დაცვის მიზნით უკვე მეოთხე სივრციდან მიდიოდნენ. ის ამბობს, რომ პოლიციელს აგინა და ადმინისტრაციული საქმისწარმოებაც ამის გამო დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ 5 ივლისის ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ არიან დასჯილები. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს, დაარბიეს თბილის პრაიდის ოფისი, სცადეს სირცხვილიას ოფისში შეჭრა და თავს დაესხნენ ადამიანის უფლებათა ცენტრს, სადაც, სავარაუდოდ, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. 11 ივლისს აქციაზე ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
-
გადახედვა"ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი "ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი
-
გადახედვაგანათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით განათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით
-
გადახედვაროგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით როგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით
-
-
გადახედვაკანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები კანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები
-
გადახედვა"შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი "შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვასაიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია? საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
-
გადახედვა"შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს "შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს
-
გადახედვა4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი 4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი
კომენტარები