ევროკავშირის დროშა

ჯოზეფ ბორელი

15 May. 2024, 13:30

ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და მისი არჩევანის გვერდით, დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ.

დაუშვებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერებისა და ჟურნალისტების, ასევე, მათი ოჯახების დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს ეს დოკუმენტირებული ქმედებები.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმ დათქმით, რომ უნდა შესრულდეს 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებული შესაბამისი 9 ნაბიჯი.

ეს ნაბიჯები მოითხოვს, დაცული იყოს ადამიანის უფლებები და სამოქალაქო საზოგადოება, ისევე, როგორც მედია, რომ მათ შეეძლოთ თავისუფლად ფუნქციონირება. ეს ნაბიჯები, ასევე, ეხება დეპოლარიზაციის აუცილებლობას და დეზინფორმაციასთან ბრძოლას.

მიუხედავად ამისა, და მიუხედავად დიდი პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა მოწოდებისა, საქართველოს სამთავრობო მმართველმა უმრავლესობამ პარლამენტში მესამე მოსმენით მიიღო კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".

ევროკავშირმა ნათლად და არაერთხელ განაცხადა, რომ კანონის სულისკვეთება და შინაარსი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს. ეს ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, მაშინ, როცა გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლებები საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ნაწილისა და ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერი გზის ფარგლებში.

ამ კანონის მიღება უარყოფითად აისახება საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. არჩევანი წინსვლის გზაზე საქართველოს ხელშია.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი, დაიცვან ევროკავშირის გზისადმი ერთგულება და გააგრძელონ აუცილებელი რეფორმები, რომლებიც გაწერილია 9 ნაბიჯში.

ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ.

წერია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის განცხადებაში. 

თავდაპირველად, ამ განცხადებას ხელს აწერდა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიც, თუმცა, მოგვიანებით, მისი სახელი ამ განცხადებიდან მოიხსნა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში?
  2. ამოქმედდა ვებგვერდი www.ekalata.gov.ge, სადაც ფასდაკლებული პროდუქტები იქნება წარმოდგენილი
  3. ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა
  4. რუსეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა 17 წლის ბრიტანელ სკოლის მოსწავლეს, რომელმაც ქართული კრიპტო პლატფორმების ქსელი გაშიფრა
  5. სატვირთო მანქანის მძღოლს დამუხრუჭებისას საკუთარი ტვირთი დაეცა და დაიღუპა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საგარეო უწყება – PACE-ს რეზოლუცია არ ემყარება ობიექტურ, ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას

საგარეო საქმეთა სამინისტრო 24 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ კრიტიკული…