ტრამპმა იუსტიციის მინისტრი თანამდებობიდან ბრძანების შეუსრულებლობისთვის გაათავისუფლა
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მე-11 დღე ახალი პოლიტიკური სკანდალით დაიწყო - მან თანამდებობიდან გაათავისუფლა იუსტიციის მინისტრი, რომელიც ასევე აღჭურვილია მთავარი პროკურორის მოვალეობებით.
როგორც Wall Steet Journal წერს, გათავისუფლების შესახებ ბრძანება, სალი იატისს თეთრი სახლის კურიერმა ჩააბარა, მისთვის არ დაურეკავს თავად პრეზიდენტს, როგორც ეს ხდება ხოლმე. ტრამპის აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა იატისის მოქმედება: მან უარი თქვა დაეცვა სასამართლოებში ტრამპის მიერ გამოცემული ბრძანება, რომელიც აშშ-ში გარკვეული ტიპის ვიზიტორებს შესვლას უკრძალავს. იატისმა, გათავისუფლებამდე, ტრამპის ბრძანების შეუსრულებლობისკენ მოუწოდა პროკურორებს ქვეყნის მასშტაბით.
ტრამპმა რამდენიმე დღის წინ გამოსცა ბრძანება, რომელიც შვიდი მუსლიმური სახელმწიფოს მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს მიუხედავად იმისა, ისინი ფლობენ თუ არა მოქმედ ვიზასა და აშშ-ში ცხოვრების უფლებას - მწვანე ბარათს. ბრძანების გამოცემისთანავე აეროპორტებში ათეულობით ადამიანი დააკავეს და მათმა ადვოკატებმა იჩივლეს სხვადასხვა სასამართლოში. სწორედ ამ პროცესებზე უნდა დაეცვათ პროკურორებს სახელმწიფოს პოზიცია ტრამპის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე.
სალი იატისს თანამდებობის დატოვება უახლოეს მომავალში მაინც მოუწევდა, რადგან ის ობამას მიერ იყო დანიშნული და თანამდებობას იმ დრომდე შეინარჩუნებდა, სანამ სენატი არ დაამტკიცებდა ტრამპის ახალ კაბინეტს.
სალი იატისმა განმარტა, თუ რატომ არ დაიცვა პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანება სასამართლოებში. მისი თქმით, ის არ არის დარწმუნებული, რამდენად კანონიერია აღნიშნული ბრძანება და იუსტიციის დეპარტამენტი "მიისწრაფვის სამართლიანობისკენ და დგას იმ მხარეს, საითაც სიმართლეა".
იუსტიციის დეპარტამენტის ამგვარ ქმედებას თეთრი სახლის მკაცრი განცხადებები მოჰყვა, რის შემდეგადაც იატისი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ტრამპის განცხადებით, იატისმა უღალატა იუსტიციის დეპარტამენტს პრეზიდენტის იმ ბრძანების არშესრულებით, რომლის მიზანი ამერიკისა და მისი მოქალაქეების დაცვაა.
დონალდ ტრამპმა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შესრულება ვირჯინიის აღმოსავლეთ ოლქის პროკურორს, დანა ბოენტეს დაავალა, რომელიც მთლიანად იზიარებს ტრამპის პოლიტიკას მიგრანტების ნაკადის შეზღუდვაზე.
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
-
გადახედვა"ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი "ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი
-
გადახედვაგანათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით განათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით
-
გადახედვაროგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით როგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით
-
-
გადახედვაკანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები კანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები
-
გადახედვასაიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია? საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
-
გადახედვა"შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს "შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს
-
გადახედვა4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი 4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი
-
გადახედვადაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი
-
გადახედვაბაიდენის პრესსპიკერი: თუ ამ კანონმდებლობას საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან ბაიდენის პრესსპიკერი: თუ ამ კანონმდებლობას საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ ო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ
-
გადახედვა"შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება "შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაქაცარავას ცემის ფაქტზე, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო — საგამოძიებო ქაცარავას ცემის ფაქტზე, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო — საგამოძიებო
კომენტარები