ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი სპორტსმენებს ხუთპუნქტიანი შეთავაზებით მიმართავს
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის თქმით, პრეზიდენტობის თანამდებობის არდატოვება მისი პრინციპული პოზიციაა. ამის შესახებ მან ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში თქვა. როგორც თვითონ ამბობს, მას სურს, რომ სპორტსმენები ვარჯიშს დაუბრუნდნენ და მათ 5-პუნქტიანი შეთავაზებით მიმართავს:
- სპორტსმენებმა უნდა აირჩიონ პირი, ვისაც ნდობას გამოუცხადებენ და ქევხიშვილი მას თანაშემწედ დანიშნავს ნაკრებთან ურთიერთობის საკითხებში;
- სპორტსმენებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთთვის ყველაზე სასურველი მწვრთნელი და მას უახლოეს პერიოდში მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ დანიშნავენ;
- ამ ყველაფრით ძიუდოისტებს ექნებათ შესაძლებლობა, წარმოდგენილ კანდიდატებთან ერთად ჩაერთონ კონკურენციის პროცესში იმ სპორტსმენებთან ერთად, რომლებსაც აქვთ შანსი, მოხვდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე;
- აღნიშნულ კანდიდატებთან ერთად დაიგეგმება ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ძიუდოისტების სამწვრთნელო პროცესთან მიმართებით;
- ქევხიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, გასცეს ყველა კითხვაზე პასუხი და თუ გამოიკვეთება მისი მხრიდან რაიმე ხელისშემშლელი მომენტი, მზადაა დატოვოს შეთავაზებული თანამდებობა.
ძიუდოისტების პროტესტი
ძიუდოს ნაკრების რამდენიმე წევრი, გუნდის კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს. ძიუდოისტები ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნის მიზეზს, ერთი მხრივ, ნაკრების წარუმატებლობასა და მეორე მხრივ, ფედერაციაში არსებულ მძიმე და უსიამოვნო სიტუაციას უკავშირებენ.
სპორტსმენები აცხადებენ, რომ თუ დავით ქევხიშვილი არ გადადგება, ისინი საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. როგორც ქევხიშვილის ამბობს, ის გადადგომას არ აპირებს.
აპრილის ბოლოს ევროპის ჩემპიონატიდან უმედლოდ დაბრუნების შემდეგ ძიუდოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი ცირეკიძემ გუნდი დატოვა, გადადგა მთელი სამწვრთნელო შტაბი.
კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ თქვა, რომ ფედერაციაში არსებული პრობლემის შესასწავლად სამინისტროს, პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი კომისია შეიქმნა. მისივე განმარტებით, კომისიამ უკვე გამოითხოვა ფედერაციიდან ინფორმაცია და მისი შესწავლის შემდეგ შედეგები გასაჯაროვდება.
10 მაისს ხმაურით ჩაიარა ძიუდოს ფედერაციის ყრილობამ. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის განმარტებით, მან დღემდე ვერ მოისმინა არგუმენტი რატომ უნდა გადადგეს. მისივე თქმით, ულტიმატუმების გზით პროცესის წაყვანა არ შეიძლება და პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს.
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
-
გადახედვა"ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი "ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი
-
გადახედვაგანათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით განათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით
-
გადახედვაროგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით როგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით
-
-
გადახედვაკანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები კანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები
-
გადახედვასაიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია? საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
-
გადახედვადაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი
-
გადახედვაბაიდენის პრესსპიკერი: თუ ამ კანონმდებლობას საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან ბაიდენის პრესსპიკერი: თუ ამ კანონმდებლობას საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია აქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ ო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ
-
გადახედვახვალ პარლამენტში ყვითელი დონე იმოქმედებს — რას ნიშნავს ხვალ პარლამენტში ყვითელი დონე იმოქმედებს — რას ნიშნავს
-
გადახედვა"შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება "შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაქაცარავას ცემის ფაქტზე, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო — საგამოძიებო ქაცარავას ცემის ფაქტზე, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო — საგამოძიებო
-
გადახედვარა გავიგეთ ო'ბრაიენისგან მოსალოდნელ სანქციებზე, მთავრობასთან პირისპირ საუბრებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების კარგ და ცუდ პერსპექტივებზე რა გავიგეთ ო'ბრაიენისგან მოსალოდნელ სანქციებზე, მთავრობასთან პირისპირ საუბრებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების კარგ და ცუდ პერსპექტივებზე
-
გადახედვადავით ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა — მას სახის ძვლების მოტეხილობები აქვს დავით ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა — მას სახის ძვლების მოტეხილობები აქვს
-
გადახედვაგმირთა მოედანზე მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა სცადეს — პოლიციამ მათი ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავა გმირთა მოედანზე მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა სცადეს — პოლიციამ მათი ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავა
კომენტარები