რადიო თავისუფლება რუსეთში საქმიანობას დროებით აჩერებს
ფოტო: Reuters/Evgenia Novozhenina
რადიო თავისუფლება (RFE/RL) რუსეთში საქმიანობას დროებით აჩერებს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება არა თავისი სურვილით, არამედ პუტინის რეჟიმის მიერ სიმართლეზე თავდასხმის გამო მიიღეს.
4 მარტს რუსულმა საგადასახადო ორგანოებმა რადიო თავისუფლების რუსული ბიუროს გაკოტრების პროცესი წამოიწყეს. RFE/RL-ის განცხადებით, კრემლის თავდასხმები მათ წინააღმდეგ წარმართული მრავალწლიანი კამპანიის კულმინაციაა.
გარდა ამისა, ქვეყანაში მიიღეს კანონი, რომელიც პატიმრობის საფრთხეს უქმნის ყველა ჟურნალისტს, ვინც გაბედავს და გადაუხვევს კრემლის მოსაზრებებს უკრაინაში ომის შესახებ. ვინაიდან რადიო თავისუფლების ჟურნალისტები ავრცელებენ სიმართლეს ომზე, კომპანია გეგმავს ამ მოვლენების გაშუქებას რუსეთის ფარგლებს გარეთ.
რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი ფლაიმ განაცხადა, რომ გამოიყენებენ ყველა შესაძლო პლატფორმას, რათა იმ დროს, როდესაც რუსეთში ყველაზე მეტად სჭირდებათ ჟურნალისტიკა, ხმა მიაწვდინონ.
"მიუხედავად ამ საშინელი მომენტისა, ჩვენი ორგანიზაციის 70-წლიანი ისტორიიდან ვიცით, რომ ერთხელაც, ალბათ, იმაზე ადრე ვიდრე ბევრი ფიქრობს, ჩვენ შევძლებთ ხელახლა გავხსნათ ოფისი რუსეთში. დრო თავისუფლების მხარეზეა, თუნდაც პუტინის რუსეთში", — განაცხადა მან.
სახელმწიფო დუმამ ერთხმად და დაუყოვნებლივ, სამი მოსმენით მიიღო და პუტინმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ "ცრუ" ინფორმაციის გავრცელებაზე სასჯელს აწესებს. BBC-ის რუსული ბიუროს განმარტებით, რუსეთის დუმის სათათბირომ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების შესახებ "ცრუ" ინფორმაციის გავრცელებაში პასუხისმგებელ პირებს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. თუ ეს "ყალბი" ინფორმაცია გავრცელდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ან თან ახლდა "მტკიცებულებების გაყალბება", მაქსიმალური სასჯელი 10 წლამდე იზრდება. ხოლო თუ "არასანდო" ინფორმაციის გავრცელებამ სერიოზული შედეგები გამოიწვია, "დამნაშავეებს" 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
მანამდე როსკომნადზორმა განაცხადა, რომ რუსული მედია სამხედრო ოპერაციებს მხოლოდ ოფიციალური რუსული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა აშუქებდეს. მათ მედიისგან მოითხოვეს სტატიების წაშლა, რომლებშიც უკრაინაში მომხდარს "ომს" ან "თავდასხმას" უწოდებდნენ. შემდეგ კი დაბლოკეს რამდენიმე დამოუკიდებელი მედია საშუალება და სოციალური ქსელები.
- რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ დოჟდის და ეხო მოსკვის ვებგვერდების დაბლოკვა მოითხოვა
- რუსული კრიტიკული ტელევიზია დოჟდი დროებით მუშაობას წყვეტს
- კრიტიკული მედიებისა და Facebook-ის შემდეგ, რუსეთში Twitter დაბლოკეს
- რუსული კრიტიკული მედიის, მედუზას ვებგვერდი რუსეთში მომხმარებელთა ნაწილისთვის მიუწვდომელია
-
ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება
გადახედვა
-
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
-
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
-
"ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე "ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის
გადახედვა
-
უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა
გადახედვა
-
აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება
გადახედვა
-
ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა
გადახედვა
-
მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები" მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები"
გადახედვა
-
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
-
ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
კომენტარები