"სულ დაცვა ვერ გაგაცილებს" — სასამართლოდან გამოსულ ჟურნალისტს ძალადობრივი ჯგუფები დაემუქრნენ
ფოტო: კადრი ვიდეოდან/ფორმულა
ფორმულას ჟურნალისტს, რატი წვერავას სასამართლოსთან, სავარაუდოდ, ძალადობრივ, ჰომოფობიურ და პრორუს ჯგუფებთან დაკავშირებული პირები დახვდნენ. კადრებში ისმის, რომ ისინი ჟურნალისტს დაემუქრნენ.
"სულ დაცვა ვერ გაგაცილებს", — უთხრა ერთ-ერთმა წვერავას.
ჟურნალისტი სასამართლო დარბაზში ჩვენებას 5 ივლისის ძალადობის საქმესთან დაკავშირებით აძლევდა. მისი თქმით, პროცესის დამთავრების შემდეგ მასთან უცნობი პირები მივიდნენ და უთხრეს, რომ "საქმე უნდა გაერკვიათ".
"დღევანდელი სხდომის შემდეგ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა პუტინისტების ჯგუფის წარმომადგენლების რეალური სახე. იმის ნაცვლად, რომ მათ მოინანიონ ის დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს 5 ივლისს, კვლავ იმუქრებიან, აგრესიით არიან განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მზად არიან ძალადობისთვის. აი, ამ დღეს გამოჩნდა, მას შემდეგ რაც დავტოვე სასამართლო დარბაზი, გამოვიკითხე როგორც მოწმე, მოვიდნენ ვიღაც გაურკვეველი პირები, მითხრეს რომ უნდა გაგვერკვია საქმე", — ეუბნება წვერავა ფორმულას გადამღებ გუნდს.
5 ივლისის საქმის განხილვის პარალელურად, შეურაცხყოფა მიაყენეს ასევე რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს. მათი თქმით, ეს მნიშვნელოვანია მედიისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად და მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად.
"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ 2 მარტს სასამართლოს ეზოში განვითარებული მოვლენები შეიცავს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს განახორციელონ სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება სავარაუდო დამნაშავეების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით", — წერს ორგანიზაცია.
On.ge დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიწყეს თუ არა მომხდარზე გამოძიება და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
რატი წვერავას წინა სხდომაზე უშუალოდ სასამართლო დარბაზში დაემუქრნენ. 22 თებერვლის სხდომაზე წვერავამ ძალადობრივი განცხადებების ავტორები "არაკაცებად" მოიხსენია, რის გამოც ბრალდებულმა აგრესია გამოხატა და დაემუქრა: "გამომიშვით 1 წუთი და დამიმატეთ მერე 6 წელი რა, მიმიშვით ერთი ამ არაკაცთან".
ფორმულას ჟურნალისტს, რატი წვერავას ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფის წევრებმა 5 ივლისს გამართულ ძალადობრივ კონტრაქციაზე სცემეს. ჟურნალისტის თქმით, მას სასულიერო პირები ურტყამდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. სრულად დაიმტვრა ტექნიკაც.
5-6 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილე ჰომოფობიური ჯგუფების მიერ მედიაზე ძალადობის შედეგად ათობით ჟურნალისტი დაშავდა, TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა კი, რომელიც მძიმედ იყო დაშავებული 11 ივლისს გარდაიცვალა.
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები