Facebook დამატებული რეალობის ღია პლატფორმას ქმნის
ფოტო: Facebook
გუშინ, სან ხოსეში, კალიფორნიაში, Facebook-ის ყოველწლიურმა კონფერენციამ, F8, აიღო სტარტი. ღონისძიება სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასზე ფეისბუქი და მისი პარტნიორები ახალ პროდუქტებს წარმოგვიდგენენ.
გუშინდელ გამოსვლაში, ფეისბუქის დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა, დამატებული რეალობის მნიშვნელობაზე, განვითარებასა და პერსპექტივებზე ისაუბრა.
მისი თქმით, როცა ყველას ეგონა, რომ ფეისბუქმა სნეპჩეთს კამერის ფილტრები მოჰპარა, სინამდვილეში ეს პირველი ნაბიჯი იყო დამატებული რეალობის პლატფორმის შექმნისა და განვითარებისკენ.
"დამატებული რეალობის პლატფორმა, რომელიც მეინსტრიმული გახდება და ყველა გამოიყენებს - არა სათვალე ან ჩაფხუტი, არამედ კამერა იქნება. კამერა, რომელიც ყველა ჩვენგანს აქვს სმარტფონზე," ამბობს ცუკერბერგი.
იგი ამბობს, რომ სხვა აპები (მაგალითად, სნეპჩეთი), დამატებული რეალობის შექმნის ინსტრუმენტებს თავისთვის ინახავდნენ, ხოლო ფეისბუქი ამ ხელსაწყოებს ყველასთვის გახსნის.
ფოტო: Facebook
"ჩემი აზრით, ღია პლატფორმა იქნება ის, რაც ამ სფეროს წინ საგრძნობლად წასწევს. ღია პლატფორმაზე ყველა დეველოპერი იმუშავებს, ამიტომ ათი და ოცის ნაცვლად ათასობით ფილტრი გვექნება", ამბობს ცუკერბერგი.
AR პლატფორმის დახურულ ბეტაზე წვდომის მოთხოვნა დეველოპერებს უკვე შეუძლიათ.
პლატფორმა დეველოპერებს საშუალებას მისცემს გამოიყენონ ობიექტის ამოცნობის, სიღრმის ამოცნობისა და ზუსტ ლოკაციაზე მიბმის ფუნქციები.
პლატფორმის საშუალებით Facebook-ის კამერა საგნების ამოცნობას და მათზე შესაბამისი ეფექტების დადებას შეძლებს. მაგალითად, კამერა აღიქვამს ყავის ჭიქას, რის შემდეგაც რელევანტურ ეფექტებს გამოაჩენს, ზვიგენებს, რომლებიც მასში იცურებენ ან ჩანჩქერს, რომელიც ამ ჭიქიდან გადმოდის.
ფოტო: Faceboo
ცუკერბერგი დამატებული რეალობის განვითარებას სამი მიმართულებით ხედავს:
- ინფორმაციის დამატება ობიექტებზე. მაგალითად, ქუჩებზე დაემატება მიმართულებები და გზამკვლევები. რესტორნებში დაემატება საკვების შეფასებები და ა.შ.
- ახალი ვირტუალური ობიექტების დატანა ფიზიკურ საგნებზე. მაგალითად, ჭადრაკის დაფაზე ფიგურების დამატება.
- არსებული საგნების, შენობების და ა.შ. დამატებითი ეფექტებით გამდიდრება. მაგალითად, თქვენს სახლს დაადებთ სასახლის ეფექტს და თქვენი სტუმრები კამერაში გახედვისას თქვენი სახლის მაგივრად ციხესიმაგრეს დაინახავენ.
დეველოპერებს მათ მიერ შექმნილი დამატებული რეალობის ეფექტების გამოძახება სამი გზით შეეძლებათ:
- სახის აღქმა (მაგრამ არა ამოცნობა და იდენტობის დადგენა) - ამ დროს კამერა აღიქვამს სახის კონტურებს და მასზე ფილტრის ან ობიექტის დადების საშუალება იქმნება.
- სენსორული მონაცემები. მაგალითად, ლოკაციის აღქმა. - ამ დროს, როგორც ზემოთ აღინიშნა, შეიძლება სპეციფიკური ინფორმაციის ან ობიექტების დამატება კონკრეტულ ადგილებზე.
- API-ები, რომელთა საშუალებითაც სხვა აპლიკაციების მონაცემებს წამოიღებს და მომხმარებლისგან შემოსულ ინფორმაციას შესაბამისად უპასუხებს.
მაგალითად, პლატფორმის პირველი პარტნიორები ასეთი ტიპის გამოცდილებას გვთავაზობენ:
მანჩესტერ იუნაიტედი, თქვენს ფოტოებს, "გოოოოოლ" წარწერას, მატჩის ანგარიშსა და გულშემატკივრების ხმას დაადებს.
ნაიკი თავისი მანჟეტებიდან თქვენ მიერ დაფარული დისტანციის შესახებ აიღებს ინფორმაციას და ყველა მონაცემს ფოტოზე გამოიტანს, მარშრუტს, სისწრაფეს და ა.შ.
EA თამაში Mass Effect-ის ნიღაბს გაგიკეთებთ, თამაშის პროფილიდან მონაცემებს წამოიღებს და ფოტოზე გამოსახავს.
ცუკერბერგი და ფეისბუქი დამატებული რეალობის ტექნოლოგიას საყოველთაოდ დანერგვას აპირებენ. კომპანიაში თვლიან, რომ ვირტუალური და დამატებული რელობა კომუნიკაციის ახალი და საინტერესო გზაა, რომელიც აუცილებლად გახდება მასობრივი.
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
კომენტარები