ბიძინა ივანიშვილი: დაპირებების დიდი ნაწილი შევასრულე
ბიძინა ივანიშვილი ღია წერილს აქვეყნებს, რომელშიც განმარტავს, რომ მან დაპირებების დიდი ნაწილი შეასრულა. იმ დაპირებათა ჩამონათვალში, რომელთა სიასაც ივანიშვილი ასაჯაროებს, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და ერთი ჯგუფის მიერ მონოპოლიზებული ბიზნესის ნაცვლად, თავისუფალ ბიზნესსაქმიანობის შექმნაც შედის.
ყოფილი პრემიერი განმარტავს, რომ 2011 წელს თავის თანამოქალაქეებს რიგი პირობის შესრულებას დაპირდა. კერძოდ:
- მის მიერ შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიისა და ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გაერთიანებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს აბსოლუტური უმრავლესობით მოგება.
- მის მიერ პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება და ელიტურ კორუფციის აღმოფხვრა.
- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენის პერსპექტიულობის შექმნა.
- დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და ამას პროცესის შეუქცევადად ქცევა.
- საინტერესო საინვესტიციო გარემოს და ერთი ჯგუფის მიერ მონოპოლიზებული ბიზნესის ნაცვლად, თავისუფალი ბიზნესსაქმიანობისთვის საფუძვლის ჩაყრა.
- სოფლის მეურნეობის აღორძინების პროექტის ბოლომდე მიყვანა.
- ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებისა და მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილების შექმნის პროექტისათვის საბოლოო სახის მიცემა.
- რუსეთთან ურთიერთობის დალაგების დაწყება.
- აშშ-სა და ევროკავშირთან მეგობრობისა და ინტეგრაციის გაღრმავება.
ივანიშვილი განმარტავს, რომ ზემოჩამოთვლილი საკითხების გადაჭრას დაახლოებით ორი-სამი წელი დასჭირდებოდა, რის შემდეგაც ის აპირებდა პოლიტიკიდან წასვლას იმისთვის, რომ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა მიეღო:
"ეს იყო ძირითადი ნაწილი ჩემი დაპირებებისა, რომლებითაც მოვედი პოლიტიკაში და სწორედ მათი შესრულებით უნდა დაწყებულიყო იმ ნიადაგის მომზადება, რომელსაც დაეფუძნებოდა ქვეყნის შემდგომი განვითარება".
ყოფილი პრემიერი ასევე ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო და არის, საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის განელება და სახელმწიფოს წინაშე მდგარ სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით ეროვნული თანხმობის მიღწევა:
"მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ეს მოსაზრება კრიტიკის ქარ-ცეცხლს იწვევდა და იწვევს, მე ამ გზიდან არასოდეს გადამიხვევია და არც გადავუხვევ, ვინაიდან, სწორედ ეროვნული თანხმობა არის გზა ღირსეული მომავლისკენ. პირველივე დღეს განვაცხადე და სულ ვიმეორებ, რომ საქართველოს დასაკარგი და მოსაკვეთი არავინ ჰყავს, მთავარია, ადამიანი დროზე მიხვდეს ჩადენილ შეცდომებს, მოინანიოს და სიკეთისკენ გადადგას ნაბიჯი".
ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი დღეს, 30 მაისს, გამოაქვეყნა.
-
ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით
-
ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა
გადახედვა
-
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს
გადახედვა
-
შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს
გადახედვა
-
ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა
გადახედვა
-
შსს აცხადებს, რომ 18 აგვისტოს ზემო ლარსიდან ქვეყანაში არა 20 000, არამედ 7880 მგზავრი შემოვიდა შსს აცხადებს, რომ 18 აგვისტოს ზემო ლარსიდან ქვეყანაში არა 20 000, არამედ 7880 მგზავრი შემოვიდა
გადახედვა
-
სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა
გადახედვა
-
extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
-
გია ვოლსკი: განსაკუთრებით გამაოგნა, რომ ღარიბაშვილი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს პირდაპირ მცდელობაა ხელისუფლების დისკრედიტაციის გია ვოლსკი: განსაკუთრებით გამაოგნა, რომ ღარიბაშვილი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს პირდაპირ მცდელობაა ხელისუფლების დისკრედიტაციის
გადახედვა
-
ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია
გადახედვა
-
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია
გადახედვა
-
შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა
გადახედვა
-
შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
გადახედვა
-
შაკირა მიწისძვრის შემდეგ კოლუმბიას ეწვია და დაზარალებულთა დასახმარებლად $1 მილიონზე მეტი შეაგროვა შაკირა მიწისძვრის შემდეგ კოლუმბიას ეწვია და დაზარალებულთა დასახმარებლად $1 მილიონზე მეტი შეაგროვა
გადახედვა
-
naec.ge: ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 118 907 ნაშრომიდან 3 095 გასაჩივრდა, აქედან ქულა მოემატა — 921-ს naec.ge: ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 118 907 ნაშრომიდან 3 095 გასაჩივრდა, აქედან ქულა მოემატა — 921-ს
გადახედვა
-
ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს
გადახედვა
-
Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა
-
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი
-
არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია
გადახედვა
კომენტარები