ორუელისეული ახალმეტყველება: რატომ ამარცხებს დუმილი "აზრკრიმინალს"
ორუელის დისტოპიურ რომანში მთავრობა ახალმეტყველებას იყენებს იმისთვის, რომ აზრები ენის კონტროლის გზით გააკონტროლოს. თუმცა ფიქრებს ენა არ სჭირდებათ.
ფოტო: iStock
ლინგვისტური დეტერმინიზმის თანახმად, ენა აზრების ქონისათვის აუცილებელი წინაპირობაა. თუმცა ფიქრისთვის ტვინის უმთავრესი იარაღები ქმედებები, გრძნობები და კადრებია — და არა სიტყვები. ამ პროცესში ენა და თხრობა, რომელიც ფიქრებს აღწერს, მხოლოდ მომდევნო ეტაპზე ერთვება.
ამიტომ არასწორია, როცა მეტყველება იმ ლინგვისტურ და კომუნიკაციურ საშუალებად აღიქმება, რომელსაც საგნების წარმოჩენაზე მონოპოლია აქვს. იმავე ლოგიკით, აზრები ენით ხასიათდება, რადგან აზრებიც საგნებს წარმოაჩენენ. ამის საპირისპიროდ კი, სიჩუმე ასოციალურ, შესაბამისად, საგნების წარმოჩენის უუნარო აქტად მიიჩნევა. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება.
ლინგვისტური დეტერმინიზმი და ორუელისეული ახალმეტყველება
ფოტო: DrAfter123 / Getty Images
ლინგვისტური დეტერმინიზმის მიხედვით, აზრების არსებობას ენის გამოყენების უნარი განსაზღვრავს. ამრიგად, კომუნიკაცია და საგნების აღწერა — როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვებისთვის — ადამიანის ენობრივი შესაძლებლობებითაა განპირობებული. ლინგვისტური დეტერმინიზმის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითის პოვნა ჯორჯ ორუელის დისტოპიურ რომანში, 1984, არის შესაძლებელი.
ნაწარმოებში ახალმეტყველება ხელისუფლების მიერ მეტყველების გარკვეულ ფორმებზე დაწესებული შეზღუდვაა, რომელიც, თავის მხრივ, აზროვნების შეზღუდვასაც იწვევს. ინგსოცი, ტოტალიტარული რეჟიმი, შეზღუდვებს აწესებს მოქალაქეთა ლექსიკაზე. ამ აკრძალვების მიზანი ახალი თაობების აზროვნებაში ინგსოცის საწინააღმდეგო ნარატივის გამომხატველი ფორმების სრული გაქრობაა. თუკი ინგსოცს დაქვემდებარებულებს არ შეუძლიათ აჯანყების ვერბალიზება, მაშინ ისინი ვერც მასზე ფიქრს შეძლებენ. როგორც ორუელი რომანის დანართში აღნიშნავს, "ახალმეტყველება შექმნილია არა იმისთვის, რომ გააფართოოს, არამედ იმისთვის, რომ დაავიწროოს აზროვნების დიაპაზონი. ამ მიზანს ირიბად ლექსიკური მრავალფეროვნების მინიმუმამდე დაყვანა ეხმარება".
აზრები ენას არ საჭიროებენ
ფოტო: Shutterstock
მართალია, 1984 ენის შეზღუდვის გამანადგურებელ ძალას გვიჩვენებს, თუმცა, ამავდროულად, იმასაც ცხადყოფს, რომ სამეტყველო ენის შეზღუდვით ადამიანის აზროვნების შეზღუდვა შეუძლებელია. მიუხედავად ახალმეტყველების დომინირებისა, რომანის პერსონაჟებს მაინც აქვთ უნარი, უსიტყვებოდ იფიქრონ აჯანყებაზე თუ ინგსოცის მანკიერებებზე.
კერძოდ, ასეთი აზრები მოქმედებით ვლინდება. "სექსუალური აქტი, რომელიც წარმატებით განხორციელდა, აჯანყება იყო. სურვილი კი — აზრკრიმინალი". მართლაც, რა არის სექსი, თუ არა სიყვარულისა და სურვილის შესახებ აზრების ფიზიკური (და არა ლინგვისტური) გამოხატვის საშუალება? აზრები მხოლოდ ენით ვერ განისაზღვრება. ის ერთი გზაა, მრავალთა შორის, აზრების გადმოსაცემად.
მოდით, განვიხილოთ მოგონებები. მათი გახსენებისას თქვენ გონებაში გამოიხმობთ კადრს ან გრძნობას — შესაძლოა, თვალწინ დაგიდგეთ თევზი, რომელიც მშობლებთან ერთად დაიჭირეთ და იგრძნოთ მისი დაჭერით გამოწვეული სიხარული. ეს გამოსახულებები და გრძნობები აზრებია, მაგრამ ისინი ენას არ საჭიროებენ. ზოგჯერ აზრებს თან სიტყვები ახლავს, მაგრამ ხშირად ისინი მხოლოდ გამოსახულებებისა და გრძნობებისგან შედგება. აზრების ვერბალური გამოხატვა ყველაზე ხშირად ასეთი მოგონებების შემდეგ მოდის და არა — მანამდე (როგორც ეს ლინგვისტური დეტერმინიზმითაა ნაგულისხმევი).
სპინოზა და აფექტური ნეირომეცნიერება
ბარუხ სპინოზას აზროვნებასთან დაკავშირებული შეხედულებებიც ეწინააღმდეგება დეტერმინისტულ ხედვას. კერძოდ, სპინოზას სჯეროდა, რომ წარმოსახვა ისეთი ფიქრია, როგორიც სამეტყველო ენას ყოველთვის არ საჭიროებს.
ფოტო: iStock
წარმოსახვა — ისევე, როგორც მეხსიერება — გამოსახულებებისა და გრძნობებისგან შედგება. ბავშვობაში გაკვეთილებს შორის დასვენებების დროს ფეხბურთის თამაშზე ვოცნებობდი ხოლმე. ცხადად ვხედავდი თამაშის დროს ჩემს თავს მეგობრებთან ერთად და აღფრთოვანებასაც ვგრძნობდი. ალბათ ხანდახან ამ კადრებსა და გრძნობებს თხრობასაც ვურთავდი — "ერთი სული მაქვს, გარეთ როდის გავალ" — მაგრამ ეს იშვიათად ხდებოდა. მე ხშირად, უბრალოდ, ვტკბებოდი ამ უსიტყვო, გონებრივი ფანტაზიებით.
აფექტური ნეირომეცნიერების მიხედვით, აზროვნებისათვის ენა კი არ არის ტვინის ძირითადი ინსტრუმენტი, არამედ — მოქმედებები, გრძნობები და გამოსახულებები. ყველა აზრი, რომელიც ენის საშუალებით გამოიხატება, რეალურად, ეფუძნება იმ აზრებს, რომლებიც საერთოდ არ შეიცავს ენას.
წარმოიდგინეთ, რომ დილით სამსახურში წასასვლელად კარის სახელურს ქვემოთ სწევთ. დაფიქრდით, უძღოდა ამ მოქმედებას ასეთი წინასწარი ვერბალური აღწერა: "ახლა სამსახურში მივდივარ, ამიტომ ჯერ სახელურს დავქაჩავ, შემდეგ კი კარს ზურგს უკან მოვიკეტავ"? — რა თქმა უნდა, არა. ჰამილტონის კოლეჯის მკვლევრის, ჰეიდი რავენის თქმით, "ფიქრი განსხეულებულია. ის, პირველ რიგში, სხეულს ეხება". ენა და ვერბალური თხრობა მოქმედებებს, გრძნობებსა და გონებრივ გამოსახულებებს მოჰყვება.
ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ აზრები თხრობას არასდროს მოითხოვს. მაგრამ წარმოიდგინეთ, რამდენად შეუძლებელი იქნებოდა ფიქრი მხოლოდ სიტყვებით — ჩვენი შინაგანი ემოციური ცხოვრების, წარმოსახვისა და ქცევების გარეშე. ამ უკანასკნელთაგან შემდგარი ბაზისის გარეშე, სიტყვებს ნეიროფსიქოლოგიური საფუძველი არ ექნებოდა. ჩვენ სიყვარულს მხოლოდ სიტყვებით, გრძნობების გარეშე, გულწრფელად ვერ გამოვხატავთ და ვერც ბავშვებს გავაცინებთ მატყუარა მელაზე, თუ გონების თვალით წინასწარ არ დავინახავთ, როგორ იპარება ის საქათმეში.
დუმილის ეთიკური შედეგები
ფოტო: U. J. Alexander / Adobe Stock
აზროვნების ბუნების გაგება შეიძლება აბსტრაქტულად ჟღერდეს, მაგრამ, რეალურად, ამას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. ისტორიულად, ლინგვისტური დეტერმინიზმი გამოიყენებოდა იმის კლასიფიკაციისთვის, თუ ვის ან რის მიმართ გვაქვს მორალური პასუხისმგებლობა და ვის და რის მიმართ — არა. ამ ლოგიკით, ენის ქონით განისაზღვრებოდა, აქვს თუ არა ობიექტს ცნობიერება, რაც ხშირად მორალური პატივისცემის კრიტერიუმად მიიჩნევა.
დიდი ხნის განმავლობაში ცხოველები, ვერბალური გამოხატვითი უნარების ნაკლებობის გამო, მცირედ ან საერთოდ არ იმსახურებდნენ მორალურად მოპყრობას. დეკარტმა დაასკვნა, რომ ცხოველებს ცნობიერება არ აქვთ, რადგან მათ საკომუნიკაციო ენა არ გააჩნიათ. შესაბამისად, ადამიანები ერთადერთი არსებები არიან, რომლებიც მორალურ მოპყრობას იმსახურებენ. დეკარტი იქამდე მივიდა, რომ მათ "დახვეწილი მექანიზმები" უწოდა და ამ მცდარი შეხედულების საფუძველზე ცხოველების ცოცხლად გაკვეთასაც არ ერიდებოდა. დღეს სკოლებში მუტიზმის მქონე ბავშვები ხშირად არიან ძალადობის მსხვერპლი.
ამ მაგალითებიდან აშკარაა, რომ ეთიკურად აუცილებელია, ლინგვისტური დეტერმინიზმი საბოლოოდ უარვყოთ. სწორედ ეს არის იმ მორალური გაკვეთილებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რომელიც დისტოპიური რომანიდან, 1984, უნდა გამოვიტანოთ.
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
კომენტარები