სამართალდამცავებს და არმიას მივეცი ბრძანება, გახსნან ცეცხლი გაფრთხილების გარეშე — ყაზახეთის პრეზიდენტი
ფოტო: akorda.kz
ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის განცხადებით, სამართალდამცავ ორგანოებსა და არმიას მისცა ბრძანება, გახსნან ცეცხლი გაფრთხილების გარეშე. მისივე თქმით, ქვეყანაში გრძელდება "ანტიტერორისტული ოპერაცია" და პოლიციის ძალების, ნაციონალური გვარდიისა და არმიის მიერ ტარდება მასშტაბური სამუშაოები კონსტიტუციის შესაბამისად წესრიგის დამყარებისთვის.
"საზღვრებს გარეთ გამოითქვა მოწოდებები, რომ მხარეებმა გამართონ მოლაპარაკებები პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის. რა სისულელეა! როგორ შეიძლება გაიმართოს მოლაპარაკებები დამნაშავეებთან, მკვლელებთან?
ჩვენ მოგვიწია საქმე გვქონოდა როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ შეიარაღებულ, მომზადებულ ბანდიტებთან. ზუსტად ბანდიტებთან და ტერორისტებთან. ამიტომ საჭიროა მათი განადგურება. და ეს გაკეთება უახლოეს მომავალში.
სამართალდამცავი ძალები მორალურად და ტექნიკურად მზად არიან ამ დავალების შესასრულებლად", — თქვა ტოყაევმა მოსახლეობისადმი მიმართვაში.
მისივე თქმით, გუშინ რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ალმათში სიტუაცია დასტაბილურდა და მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის პროცესი.
"მაგრამ ტერორისტები კვლავ აზიანებენ სახელმწიფო და კერძო საკუთრებას, იყენებენ იარაღს მოქალაქეების წინააღმდეგ", — დასძინა მან.
ტოყაევმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენები დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს ახლებურად წარმოაჩენს.
"დემოკრატია არ არის ყველაფრის უფლება და მით უმეტეს, უკანონო ქმედებებისკენ წაქეზება, მათ შორის, ბლოგოსფეროში".
პრეზიდენტმა თქვა, რომ ალმათში "ტერორისტებმა" დააზიანეს არამხოლოდ ადმინისტრაციული შენობები, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეების პირადი ქონებაც.
"რომ აღარაფერი ვთქვათ ასობით სამოქალაქო პირისა და სამხედროს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე".
ამასთან, ტოყაევმა აქტივისტები და უფლებადამცველები გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი თავს კანონზე მაღლა აყენებენ და მიიჩნევენ, რომ უფლება აქვთ "შეიკრიბონ იქ, სადაც უნდათ და ილაპარაკონ რაც უნდათ". კრიტიკა მიემართებოდა მედიასაც. ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წესრიგის დარღვევაში "თავისუფალ" მედიას წამაქეზებელი როლი აქვს და "გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს უპასუხისმგებლო დემაგოგები განვითარებული ტრაგედიის თანამონაწილეები არიან".
ამასთან, ტოყაევმა თქვა, რომ სიტუაციის დასტაბილურების გამო, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ინტერნეტი ჩაირთოს დროის გარკვეულ ინტერვალებში.
"მაგრამ გაფრთხილებთ, რომ ინტერნეტთან თავისუფალი წვდომა არ ნიშნავს ცილისწამების, შეურაცხყოფისა და წაქეზების თავისუფლად განთავსებას. ასეთი მასალების აღმოჩენის შემთხვევაში, მივიღებთ ზომებს ავტორების აღმოჩენისა და დასჯისთვის", — თქვა მან.
ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ ამ პერიოდს ქვეყანა მალე გადალახავს, თუმცა მთავარია, არ დაუშვან ამის განმეორება. მისივე თქმით, შექმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მოძებნის და დააკავებს ბანდიტებსა და ტერორისტებს.
ტოყაევის განცხადებით, კონტრტერორისტული ოპერაცია გრძელდება.
"ბოევიკებს იარაღი არ დაუყრიათ, აგრძელებენ დანაშაულების ჩადენას ან ემზადებიან ამისთვის. მათთან ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ვინც არ ჩაბარდება, განადგურდება", — აღნიშნა მან და მოსახლეობას მიმართა, გამოიჩინონ სიფრთხილე და შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო ქმედების შესახებ.
გარდა ამისა, ყაზახეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ყველა მოთხოვნა, რომელიც იყო გამოხატული მშვიდობიანად, მოსმენილია.
"დიალოგის შედეგად მიღწეულია კომპრომისი, შემუშავებულია გადაწყვეტილებები მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით. რეგიონებში, სადაც ნარჩუნდება სტაბილურობა, ჩვენ ეტაპობრივად მოვხსნით საგანგებო სიტუაციის რეჟიმს", — აღნიშნა მან და დასძინა, რომ დარწმუნებულია, ყაზახეთში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. მისივე თქმით, ამ მიზნების მისაღწევად კონკრეტულ გეგმას წარადგენს.
დღევანდელ მიმართვაში ყაზახეთის პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ ОДКБ-ის ძალები ქვეყანაში მოკლევადიანი პერიოდით არიან და მადლობა გადაუხადა სომხეთის პრემიერმინისტრს, ასევე, ბელარუსის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტებს. თუმცა განსაკუთრებული მადლობა მიემართებოდა ვლადიმერ პუტინს. ტოყაევის თქმით, მას "ძალიან ოპერატიული და, რაც მთავარია, მას ამხანაგურად თბილი" რეაგირება ჰქონდა მიმართვაზე. ყაზახეთის პრეზიდენტმა "მხარდაჭერისთვის" მადლობა გადაუხადა სხვა ქვეყნებისა თუ ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც.
ყაზახეთში კვლავ დაძაბულობაა. საწვავის ფასის ზრდის გამო დაწყებული მასობრივი აქციების შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა გადადგა, თუმცა არ შეწყვეტილა დაპირისპირება. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ბოლო ინფორმაციით, ყაზახეთში განვითარებული მოვლენების შედეგად 26 დემონსტრანტი და 18 სამართალდამცველი გარდაიცვალა.
რატომ დაიწყო პროტესტი
4 იანვარს საწვავის ფასების მატების გამო ყაზახეთში მასშტაბური პროტესტი დაიწყო, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სპეციალური შუშხუნები გამოიყენეს, თუმცა პროტესტი არ შეწყდა. პრეზიდენტმა ალმათსა და მანგისთაუს რაიონში, სადაც არეულობა იყო, 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთავრობა გადადგა. ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა.
დემონსტრანტებმა აიღეს ალტანის აეროპორტი და ჩამოაგდეს ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი. მოგვიანებით, აეროპორტზე კონტროლი სამთავრობო ძალებმა აიღო. მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშული იყო, როგორც მობილური, ასევე ხაზის ინტერნეტი და დაბლოკილია რამდენიმე აპლიკაცია. ინტერნეტი ქალაქების ნაწილში აღდგა.
საგანგებო რეჟიმი, რომელიც დედაქალაქსა და რამდენიმე ქალაქში იყო გამოცხადებული, მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ყაზახეთში აიკრძალა მასობრივი შეკრებები და დილის 7 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდა.
მოქმედმა პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა დემონსტრანტებს ხულიგნები უწოდა, ძალადობასა და მაღაზიების ძარცვაში დაადანაშაულა. ტოყაევის აზრით, პროტესტის მონაწილეების ქმედებებით ცხადია, რომ ეს შეთქმულების კარგად მომზადებული გეგმაა, რომლის უკანაც ფინანსური მოტივია. მანვე აღნიშნა, რომ როგორც სახელმწიფოს მმართველი და "დღეიდან უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი", აპირებს, იმოქმედოს მაქსიმალურად მკაცრად. ეს ნიშნავს, რომ ამ თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი აღარ იქნება.
5 იანვარს, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია, იგივე ОДКБ ყაზახეთში ჯარებს გაგზავნის. ფაშინიანი ამ საბჭოს თავმჯდომარეა, მისი სხვა წევრები კი რუსეთის, ბელარუსის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და ყაზახეთის ლიდერები არიან. კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის მოწინავე შენაერთების ნაწილმა დავალებების შესრულება ყაზახეთში უკვე დაიწყო. ОДКБ-ის ძალები სახელმწიფო ინსტიტუტებს დაიცავენ და ძალოვან სტრუქტურებს დახმარებას გაუწევენ.
6 იანვარს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის (ОДКБ) რუსული დანაყოფების ნაწილი ყაზახეთში ჩავიდა.
-
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო
-
რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს
გადახედვა
-
ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა
გადახედვა
-
RS განმარტავს — რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი და რომელი არ იმუშავებს 28 აგვისტოს RS განმარტავს — რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი და რომელი არ იმუშავებს 28 აგვისტოს
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
-
ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს
გადახედვა
-
ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია
გადახედვა
-
ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
გადახედვა
-
რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ
-
იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება
-
3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს 3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს
-
მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს
გადახედვა
-
ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია
გადახედვა
-
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა
გადახედვა
-
გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს
-
მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება? რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს
გადახედვა
კომენტარები