10 გამორჩეული მომენტი, რომელმაც Spider-Man: No Way Home წლის კინომოვლენად აქცია
ფოტო: Sony
გაფრთხილება: სტატია Spider-Man: No Way Home-ის შესახებ მნიშვნელოვან სპოილერებს შეიცავს!
2021 წელი საინტერესო და დაუვიწყარი ფილმებით იყო დახუნძლული, თუმცა მათ შორის ერთის გამორჩევა რომ ვითხოვოთ, ალბათ, კინომოყვარულთა დიდი ნაწილი მარველის ახალ ფილმს — Spider-Man: No Way Home-ს დაასახელებს.
მართლაც, მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ, რომ ტრილოგიის დასკვნითი ფილმის მთავარი თემა მულტისამყარო იქნებოდა და ტრეილერშიც სპაიდერმენის ძველი ფილმებიდან ბოროტმოქმედებსაც მოვკარით თვალი, მოლოდინებით ავივსეთ. ამ მოლოდინს კი ფილმში ძველი სპაიდერმენების — ტობი მაგუაირისა და ენდრიუ გარფილდის გამოჩენის შესაძლებლობაც ამძაფრებდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, იმედი არ გაგვცრუებია. ამას კინოთეატრის დარბაზის ოვაციები, აღფრთოვანებული ფანები და ფილმის შემოსავალიც მოწმობს — გამოსვლიდან 12 დღეში Spider-Man: No Way Home-ის შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა და წლისა და პანდემიის პერიოდის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის სტატუსიც მოიპოვა.
მათთვის, ვისთვისაც სპაიდერმენის ანიმაციური სერიალი და ტობისა და ენდრიუს გმირები ბავშვობის განუყოფელი ნაწილია, Spider-Man: No Way Home ნოსტალგიურ მოგონებებსა და ემოციებში მოგზაურობის დაუვიწყარი გამოცდილება აღმოჩნდა, რომლიდანაც 10 ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტს შემოგთავაზებთ:
1. ენდრიუ გარფილდის გამოჩენა
ფოტო: Sony
მას შემდეგ, რაც დოქტორი სტრეინჯის შელოცვა გაუთვალისწინებელ შედეგებს იწვევს, ბოროტმოქმედებთან ერთად ჰოლანდის სპაიდერმენის სამყაროში სხვა სპაიდერმენებიც შემოდიან. პორტალში პირველად სპაიდერმენის კოსტიუმში ჩაცმული გმირი აბიჯებს, რომელიც ემჯეისა და ნედს თავიანთი პიტერი ჰგონიათ. უცნობი ნიღაბს იხსნის და ჩვენ წინ გასაოცარი სპაიდერმენი, ანუ ენდრიუ გარფილდია! ამ მომენტს, ალბათ, მაყურებლების კივილ-წივილის გარეშე არცერთ კინოთეატრში არ ჩაუვლია.
2. ტობი მაგუაირის გამოჩენა
ფოტო: Sony
ენდრიუსგან განსხვავებით, პორტალში ტობის სპაიდერმენი ჩვეულებრივად ჩაცმული აბიჯებს. მართალია, სხვა პერსონაჟები თავიდან ვერაფერს ხვდებიან, თუმცა მაყურებლებმა ყველაფერი იციან — ჩვენ წინ პირველი და ბევრისთვის ყველაზე საყვარელი გმირია!
3. კარგად ნაცნობ ბოროტმოქმედებთან შეხვედრა
ფოტო: Sony
ფილმში ძველი სპაიდერმენების ფილმებიდან კარგად ნაცნობ ბოროტმოქმედებს ვხვდებით, რომელთაგან, ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი ალფრედ მოლინას დოქტორი რვაფეხა და უილიამ დეფოს მწვანე გობლინი არიან. დოქტორი რვაფეხას კარგად ნაცნობი ღიმილი და 66 წლის უილიამ დეფოს ფენომენალური შესრულება გულგრილს ვერცერთ მაყურებელს ვერ დატოვებს.
4. ენდრიუ გარფილდის სპაიდერმენი ემჯეის გადარჩენას ახერხებს
ფოტო: Sony
ალბათ, სპაიდერმენის ფილმების ისტორიაში ყველაზე მძიმე სცენაზე ყველას The Amazing Spider-Man 2-ში გვენ სტეისის სიკვდილი გვახსენდება. გვენი შენობიდან ვარდება, ენდრიუს სპაიდერმენი მის დაჭერას ქსელით ცდილობს და თავიდან გვგონია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად სრულდება, თუმცა მალევე საზარელი სიმართლის წინ აღმოვჩნდებით — სიმაღლიდან ვარდნისას ქსელით დაჭერამ გვენი მოკლა.
ამ სულისშემძვრელი სცენის შემდეგ Spider-Man: No Way Home-ში ენდრიუს სპაიდერმენის მიერ "დანაშაულის" გამოსყიდვა ფილმის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე ემოციური სცენაა. როდესაც ემჯეი თავისუფლების ქანდაკებიდან ვარდება, ტომ ჰოლანდის სპაიდერმენი მის დაჭერას ვერ ახერხებს. მოულოდნელად ემჯეისკენ ენდრიუს სპაიდერმენი მიფრინავს, რომელიც ძველ შეცდომას აღარ იმეორებს და გოგოს გადასარჩენად ქსელს აღარ იყენებს. ამის ნაცვლად ის ემჯეის ხელებით იჭერს.
მართალია, ემჯეიმ გვენის სიკვდილის შესახებ არ იცის, თუმცა მიწაზე მშვიდობიანი დაშვების შემდეგ ენდრიუს სპაიდერმენს ემოციებისგან ცრემლები ადგება, ემჯეი კი ეკითხება: "კარგად ხარ?" ამ მომენტმა ჩვენს საყვარელ გმირთან ერთად ჩვენც შვებით ამოსუნთქვისა და ტირილის შესაძლებლობა მოგვცა.
5. ბიცოლა მეის სიკვდილი
ფოტო: Sony
ბიცოლა მეის სიკვდილი ის სცენაა, რომელზეც ცრემლების შეკავება წარმოუდგენელია. ბოროტმოქმედებთან დაპირისპირების შემდეგ დაშავებული მეი ფეხზე დგება და პიტერთან მიდის, რის გამოც ტრაგიკული დასასრულის თავიდან აცილების იმედი თავდაპირველად ყველას გვაქვს. მეი პიტერს ცნობილ ფრაზას ეუბნება, რომ დიდ ძალას თან დიდი პასუხისმგებლობა ახლავს, შემდეგ კი მის ხელებში კვდება.
6. სპაიდერმენების გულისამაჩუყებელი მეგობრობა
ფოტო: Sony
მულტისამყაროს სპაიდერმენებთან შეხვედრით განსაკუთრებულად აღტაცებული ენდრიუ გარფილდის სპაიდერმენია, რომელიც ამბობს, რომ ყოველთვის უნდოდა, ძმები ჰყოლოდა. მართლაც, ფილმში სამივე სპაიდერმენი შეთანხმებულად, საუკეთესო მეგობრებივით მუშაობს. ხანმოკლე სცენების მიუხედავად, ისინი ერთმანეთის შექებას, ცხოვრების ისტორიების გაზიარებას, ხუმრობასა და ჩახუტებასაც ასწრებენ. ნამდვილად რთულია, გული არ აგიჩუყდეს!
7. ტობი მაგუარის სპაიდერმენი ტომ ჰოლანდის სპაიდერმენს მწვანე გობლინის მოკვლის უფლებას არ აძლევს
ფოტო: Sony
ბიცოლა მეის სიკვდილის გამო შურისძიების სურვილით დაბრმავებული ჰოლანდის სპაიდერმენი მწვანე გობლინის მოკვლას აპირებს, თუმცა მას ტობის სპაიდერმენი დროულად აჩერებს და მკვლელობის ჩადენის უფლებას არ აძლევს. მართალია, მწვანე გობლინი ტობის სპაიდერმენის მოკვლას ცდილობს და წამით გულებსაც გვიხეთქავს, თუმცა მალევე ვმშვიდდებით: ინციდენტი მსხვერპლის გარეშე სრულდება, მწვანე გობლინს კი ანტიდოტს უკეთებენ.
8. პიტერ პარკერი საყვარელ ადამიანებს ემშვიდობება
ფოტო: Sony
სხვა სპაიდერმენებთან დამშვიდობებისა და ქაოსთან გამკლავების შემდეგ, ტომ ჰოლანდის პიტერ პარკერი გადაწყვეტილებას იღებს: ის მზადაა, საყვარელ ადამიანებს დოქტორი სტრეინჯის დახმარებით თავი დაავიწყოს. დასევდიანებული დოქტორი სტრეინჯი მას ამ ნაბიჯის შედეგებს უხსნის, თუმცა პიტერი უკან დახევას არ აპირებს. ის დოქტორ სტრეინჯს, ემჯეისა და ნედს ემშვიდობება და ამ სცენის ნახვისას ცრემლების შეკავება ძალიან რთულია.
9. პიტერ პარკერის ახალი ცხოვრება
ფოტო: Sony
მას შემდეგ, რაც საყვარელ ადამიანებს მისი არსებობა ავიწყდებათ, პიტერი პირობის შესრულებასა და მეგობრებისთვის საკუთარი თავის გახსენებას აპირებს, თუმცა როცა მათ სანახავად მიდის და მათ ბედნიერებას ხედავს, გადაიფიქრებს. პიტერი ხელით დამზადებულ სპაიდერმენის კოსტიუმთან ერთად საცხოვრებლად ძველ, იაფასიან ბინაში გადადის და ახალ, მარტოსულ ცხოვრებას იწყებს.
10. მეტ მერდოკის გამოჩენა და ტიტრების შემდგომი სცენები
ფოტო: Netflix
ფილმის კიდევ ერთი მოულოდნელი სტუმარი მეტ მერდოკი იყო, რომელიც პიტერის ადვოკატად მოგვევლინა. მეტ მერდოკის გამოჩენის გარდა, ტიტრების შემდგომ სცენებში ვენომსაც ვხვდებით. ედი ბროკი დროებით პიტერის სამყაროში აღმოჩნდება, შურისმაძიებლების შესახებ იგებს და გაქრობის შემდეგ ბარის მაგიდაზე ვენომის ციცქნა ნაწილსაც ტოვებს. Spider-Man: No Way Home ბოლოს დოქტორი სტრეინჯის ახალი ფილმის ტრეილრსაც გვთავაზობს, რომელიც კიდევ ერთი დაუვიწყარი თავგადასავლისთვის გვამზადებს.
ამავე თემაზე:
-
რა კონკრეტული ცვლილებების ხილვა სურს ვაშინგტონს "ქართული ოცნებისგან" — რაზე ისაუბრა ჯეიმს კარაფანომ Independent Avenue Media-სთან ? რა კონკრეტული ცვლილებების ხილვა სურს ვაშინგტონს "ქართული ოცნებისგან" — რაზე ისაუბრა ჯეიმს კარაფანომ Independent Avenue Media-სთან ?
გადახედვა
-
ყოველთვის ვიცოდი, რომ ეიმონდი ამაზე წამსვლელი იყო — იუენ მიტჩელი კოცნის სცენაზე ყოველთვის ვიცოდი, რომ ეიმონდი ამაზე წამსვლელი იყო — იუენ მიტჩელი კოცნის სცენაზე
გადახედვა
-
რუსეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა 17 წლის ბრიტანელ სკოლის მოსწავლეს, რომელმაც ქართული კრიპტო პლატფორმების ქსელი გაშიფრა რუსეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა 17 წლის ბრიტანელ სკოლის მოსწავლეს, რომელმაც ქართული კრიპტო პლატფორმების ქსელი გაშიფრა
გადახედვა
-
გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ კახაბერ მურადაშვილი დაინიშნა გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ კახაბერ მურადაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
რატომ გვინდება მოძრაობა, როცა ვნერვიულობთ რატომ გვინდება მოძრაობა, როცა ვნერვიულობთ
-
გარემოსთვის რომელი უფრო საზიანოა: ელექტრომობილები, თუ საწვავზე მომუშავე მანქანები? — კვლევა გარემოსთვის რომელი უფრო საზიანოა: ელექტრომობილები, თუ საწვავზე მომუშავე მანქანები? — კვლევა
გადახედვა
-
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად გია მურღულია და დავით ქართველიშვილი აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად გია მურღულია და დავით ქართველიშვილი აირჩიეს
გადახედვა
-
საკანონმდებლო ცვლილებებით ახალი კატეგორია — "საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობა" შემოდის საკანონმდებლო ცვლილებებით ახალი კატეგორია — "საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობა" შემოდის
გადახედვა
-
Politico: ფონ დერ ლაიენი და მარტა კოსი 1-ელ ივლისს სომხეთს ეწვევიან Politico: ფონ დერ ლაიენი და მარტა კოსი 1-ელ ივლისს სომხეთს ეწვევიან
გადახედვა
-
ფრინველის გრიპი H5N1 უკვე ყველა კონტინენტზეა — ის ავსტრალიაშიც დააფიქსირეს ფრინველის გრიპი H5N1 უკვე ყველა კონტინენტზეა — ის ავსტრალიაშიც დააფიქსირეს
გადახედვა
-
ტრამპმა ზელენსკის ურჩია, რუსეთის მიმართ "უფრო გაბედულად" იმოქმედოს ტრამპმა ზელენსკის ურჩია, რუსეთის მიმართ "უფრო გაბედულად" იმოქმედოს
გადახედვა
-
გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების მკვლელობისა და წამების გამო, სტრასბურგმა რუსეთს 395 000 ევროს გადახდა დააკისრა გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების მკვლელობისა და წამების გამო, სტრასბურგმა რუსეთს 395 000 ევროს გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რუსეთში, საწვავის დეფიციტის ფონზე, ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები წესდება რუსეთში, საწვავის დეფიციტის ფონზე, ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები წესდება
გადახედვა
-
ალან გაგლოევი პუტინის მრჩეველი გახდება — მან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის პოსტი დატოვა ალან გაგლოევი პუტინის მრჩეველი გახდება — მან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
ძალიან ბევრი ბინძური საქმე გააკეთებინეს, შემდეგ გადადგომა მოსთხოვეს — ლევან მაჭავარიანი კირ სტარმერის გადადგომაზე ძალიან ბევრი ბინძური საქმე გააკეთებინეს, შემდეგ გადადგომა მოსთხოვეს — ლევან მაჭავარიანი კირ სტარმერის გადადგომაზე
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეზე დაწერილი კომენტარისთვის 4 000 ლარით მეორე მოქალაქე დაჯარიმდა მამუკა მდინარაძეზე დაწერილი კომენტარისთვის 4 000 ლარით მეორე მოქალაქე დაჯარიმდა
გადახედვა
-
ZEG Storytelling Festival ZEG Storytelling Festival
-
ლიეტუვის პრემიერმინისტრი ინგა რუგინიენე გადადგა ლიეტუვის პრემიერმინისტრი ინგა რუგინიენე გადადგა
გადახედვა
-
ყოველი მესამე ამერიკელი სამედიცინო რჩევას AI ჩატბოტს ეკითხება — აი, რატომ ყოველი მესამე ამერიკელი სამედიცინო რჩევას AI ჩატბოტს ეკითხება — აი, რატომ
გადახედვა
-
საია-მ სტრასბურგში კარვის დადგმისთვის დაკავებული აქტივისტის, ზურაბ ქარჩავას საქმე მოიგო საია-მ სტრასბურგში კარვის დადგმისთვის დაკავებული აქტივისტის, ზურაბ ქარჩავას საქმე მოიგო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: გაძლევთ გარანტიას, რომ არც "იმედს" და არც "პოსტვ-ის" არ შეექმნება არავითარი პრობლემები ირაკლი კობახიძე: გაძლევთ გარანტიას, რომ არც "იმედს" და არც "პოსტვ-ის" არ შეექმნება არავითარი პრობლემები
გადახედვა

კომენტარები