ცხოვრებამ ჩვენ მოგვცა ლიმონი და ახლა დროა, გავაკეთოთ "ლიმონათი"
ფოტო: ლემონსი
ლიმონათი — ესაა ლიმონსა და სიტკბოსთან ასოცირებული ჩვენი ბავშვობის გემო, დაუვიწყარი არომატი, რომელსაც ჩვენი თითოეული უჯრედი და მეხსიერების ლაბირინთი ღრმა სიყრმიდანვე ინახავს. აწ უკვე ზრდასრულებს კი, ინოვაციური კომპანია ლემონსი არაორდინარულ "ლიმონათს" გვპირდება.
ლემონსი — ესაა კომპანია, რომლის სახელი ლიმონთან, სიჯანსაღესთან, ინოვაციასთან, კრეატიულობასთან, პროფესიონალიზმსა და მილიონებთან ასოცირდება.
10 წლის წინ, როდესაც ლემონსი იქმნებოდა, კომპანიის დამფუძნებლებმა ის ლიმონის ხეს შეადარეს. მასზე ყოველდღიურმა ზრუნვამ და შრომამ შედეგი 7 წელიწადში გამოიღო და ლიმონის ხემ ნაყოფიც გამოისხა. დღეს, ლემონსის არსებობის 10 წლის თავზე კი, მოსავალი აღებულია, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ დაგროვილი გამოცდილებით, ცოდნითა და კვალიფიკაციით, მაღალპროფესიონალური გუნდითა და იმ რესურსით, რაც დღეს კომპანიას გააჩნია, "ლემონსმა" შექმნას სარეკლამო და მარკეტინგის ინდუსტრიაში ისეთი პროდუქტები, რომლებიც ქართულ ბაზარზე მოთხოვნადია, თუმცა არ არსებობს. შესაბამისად, დადგა დრო, რომ აღებული ჯანსაღი და ხარისხიანი ლიმონისგან, პარტნიორებთან თანამშრომლობით, "ლიმონათი" დამზადდეს!
"ჩვენი წარმატება დამოკიდებულია ჩვენი დამკვეთების წარმატებაზე. "ლიმონათი" მხოლოდ ჩვენი რესურსით არ უნდა გავაკეთოთ, არამედ ის შეზავებული უნდა იყოს ჩვენი დამკვეთების განვითარებასთან. ამას ვუწოდებ მე "ლიმონათს". დარწმუნებული ვართ, ქართული კომპანიების მოთხოვნით ისეთ პროდუქტს შევქმნით, რაც იქნება ყველაზე გემრიელი და ნაყოფიერი პროდუქტი, რომელიც 10 წლის განმავლობაში გამოცდილებამ მოგვიტანა", — ამბობს "ლემონს ჯგუფის" დამფუძნებელი და ბიზნეს განვითარების კონსულტანტი, ირა მელიმონაძე.
კომპანია, რომელიც თავისი არსებობის პირველი 7 წლის განმავლობაში, ძირითადად, ვებინდუსტრიასა და ციფრულ მარკეტინგში მოღვაწეობდა, მხოლოდ დაკვეთის მიღების შემდეგ სამუშაოების შესრულებაზე იყო ორიენტირებული. "ლემონსმა" 2018 წლიდან მიდგომები შეცვალა და პარტნიორებს თავდაპირველად პროდუქტს სთავაზობს, რითაც დამკვეთები ფინანსური ნაწილისგან გაათავისუფლა, რადგან ისინი მხოლოდ შედეგში იხდიან შესაბამის თანხას.
2018 წელს, სწორედ "ლემონსმა" დანერგა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე უკონკურენტო სერვისი, როგორიცაა სრული, 100%-იანი დაფინანსება ციფრულ მარკეტინგში. შედეგად, ლემონსის ჩართულობით, კომპანიები თავიანთ გაყიდვებს აორმაგებენ. ასეთ წარმატებულ მაგალითებად შეიძლება დასახელდეს: სამშენებლო კომპანია "ალფა სახლი", Solis Residence Batumi, "მ25 ინ ბაკურიანი", "სოლუმ დეველოპმენტი", Aliya Group და სხვა.
ლემონსი წლების განმავლობაში ემსახურება ისეთ სამშენებლო კომპანიებს, როგორებიცაა: "მწვანე უბანი ლისთან", "მონოლით ჯგუფი", "ნინოშვილი 51", "ეკო სახლი დიდი დიღომი", "ზელისი" და მრავალი სხვა.
გარდა ამისა, "ლემონსმა" 2021 წელს დააანონსა 3 მილიონი თანადაფინანსება ქალ მეწარმეებზე, რომელშიც 3 კომპანია ჩართო. 2021 წელსვე კომპანიამ 4000 ლარის გრანტი გამოყო სტარტაპებისთვის, ჯამში კი, 20 სტარტაპი დააფინანსა ყოველგვარი სარგებლის უკან მიღების გარეშე, მხოლოდ იმ მოტივით, რომ ქართულ ბაზარზე გაჩნდეს ბევრი დამწყები ბიზნესი, რომელიც 2-3, ან თუნდაც 5 წელიწადში კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ქართულ ეკონომიკას, დაასაქმებს ადამიანებს და შექმნის საჭირო პროდუქტებსა და მომსახურებებს.
ირა მელიმონაძე: — "ვაპირებთ, რომ მომავალი წელი ამ მიმართულებით იყოს უფრო მასშტაბური და კიდევ უფრო მეტ სტარტაპს მოვუწოდებთ, დაგვიკავშირდნენ, გაგვიზიარონ თავიანთი საჭიროებები და მოითხოვონ ჩვენგან მხარდაჭერა.
2022 წელი, ანუ ლემონსის არსებობის მე-11 წელი, იქნება ჩვენი ლიმონის საშუალებით "ლიმონათის" გაკეთების წელიწადი და ის კომპანიები, რომლებსაც ამ ერთი წლის განმავლობაში მოვემსახურებით, გაცილებით უფრო სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით მიიღებენ იმ შედეგს, რაც აქვთ მიზნად დასახული".
სერვისები, რომლებსაც ლემონსი პარტნიორებს სთავაზობს:
- სახელის, ვებგვერდის და ლოგოს/ბრენდბუქის შექმნა;
- SEO ოპტიმიზაცია;
- ბლოგის წარმოება;
- სოციალური მედია მენეჯმენტი;
- ცხელი ხაზის დანერგვა და მონიტორინგი;
- კონტენტის შექმნა;
- მედია მხარდაჭერა, ჯვარედინი გაყიდვები;
- თანაინვესტირება მარკეტინგსა და ბიზნესის მართვაში;
- სმს მარკეტინგი;
- გაყიდვების და მარკეტინგის აუთსორსინგი.
ლემონსის საამაყოდ უნდა ითქვას, რომ სამშენებლო კომპანიისთვის აუთსორსინგული გაყიდვების შედეგად, თანამშრომლობის პირველივე თვეს კომპანიის შედეგი მთლიანი გაყიდვების მოცულობის 5-7% შეადგინა და დღემდე, ყოველთვიურად 8-9 %-მდე მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს.
კომპანიის თქმით, აღსანიშნავია, რომ ქართულ მარკეტინგულ და სარეკლამო ბაზარზე "ლემონსის" ამ პროდუქტს ჯერ კიდევ ვერ უწევენ კონკურენციას, რაც, ერთგვარად, ბაზრის ინდიკატორს წარმოადგენს, რადგან ადამიანები თავიანთ მოქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას უფრთხიან, ლემონსისთვის კი მთავარი ღირებულება სწორედ ეს არის — კომპანიაში დარწმუნებულები არიან, რომ საქმეს, რომელსაც ხელს მოკიდებენ, სასურველ შედეგზე გაიყვანენ.
"ჩვენ ვართ თავდაჯერებულები, რომ ჩვენი მოქმედებით აუცილებლად დავდებთ შედეგს. თუ თავდაჯერება არსებობს, აქ ფინანსური გადაზღვევა საჭირო აღარ არის დამკვეთის მხრიდან. სრული მომსახურების ის მოდელი, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, სხვას არავის აქვს, ან თუ აქვს, ამ მასშტაბით არა. ვფიქრობ, 2022 წელს ამ გამოწვევას ამ სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიებიც აიტაცებენ და გაცილებით უფრო საინტერესო იქნება კონკურენტულ გარემოში აღნიშნულ პროდუქტის დანერგვა. ჩვენ კი ბედნიერები ვიქნებოდით, თუ ჩვენი "ლიმონათის" კეთების პროცესში, ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში გამოჩნდებიან სხვა კომპანიებიც, რომლებიც ამ გზას გაიმეორებენ", — აცხადებს ირა მელიმონაძე.
ასე რომ, თუ გინდათ წარმატებას მიაღწიოთ, დასახული მიზნები მცირე დანახარჯებით და ნაკლებ დროში აისრულოთ, დროა, ლემონსის "ლიმონათის" შექმნაში მიიღოთ თანამონაწილეობა და მისით მიღებული პოზიტიური შედეგები ლემონსის გუნდთან ერთად გაიზიაროთ!
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
კომენტარები