ბეჭდების მბრძანებლის 15 შთამბეჭდავი კადრი, რომელიც ცალკე ოსკარს იმსახურებს
წიგნის ფურცლებში მოქცეული მდიდარი, მომაჯადოებელი და ვრცელი ნაწარმოებების ეკრანზე გაცოცხლება და მკითხველების გულის მოგება მარტივი საქმე როდია. დავალება განსაკუთრებულად რთული მაშინაა, როდესაც ამ ნაწარმოების ავტორი თანამედროვე ფენტეზის ჟანრის მამად წოდებული ჯ.რ.რ. ტოლკინია.
ტოლკინის თვალუწვდენელი და ჯადოსნური სამყაროს გაცოცხლების პასუხისმგებლობა რეჟისორმა პიტერ ჯექსონმა აიღო და 2001 წელს კინომოყვარულებსა და ტოლკინის მკითხველებს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ეკრანიზაცია აჩუქა. ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო საოცარი ისტორიისაა და წარმატების მხოლოდ დასაწყისი იყო, რომელსაც მხარი მალე ტოლკინის სამყაროს სხვა ფილმებმაც დაუმშვენა.
ჩამთრევი სიუჟეტის, განუმეორებელი სამყაროსა და დასამახსოვრებელი პერსონაჟების გარდა, ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგია შთამბეჭდავი კადრებითაც გაგაოცებთ. ფილმებში თითოეული სცენა იმდენად საოცარია, რომ მათი გადამეორება არასდროს მოგბეზრდებათ.
მართალია, ტრილოგიის თითქმის ყოველი სცენა თუ კადრი ხელოვნების ნიმუშია, თუმცა მათგან 15 გამორჩეული ამოვარჩიეთ, რომელიც დამატებით ოსკარს იმსახურებდა:
1. ყველაზე დასამახსოვრებელი სილუეტი ტრილოგიაში
2. ბეჭედი, რომლითაც ყველაფერი დაიწყო
3. ბეჭდის საძმო
4. იდუმალი უცნობი
5. წვეულება შაირში
6. არაგორნი და არვენი
7. მეფეთა კარიბჭე გონდორის ჩრდილოეთ საზღვართან
8. ჰობიტები საურონის ქვეშემრდომს ემალებიან
9. ბორომირის სიკვდილი
10. ფროდოს, სემისა და გოლუმის მოგზაურობა
11. ბეჭდის განადგურება
12. მინას ტირითი — ბრძოლა პელენორის მინდვრებზე
13. გარდაცვლილთა არმია
14. თეთრი გენდალფი
15. გამომშვიდობება
ამავე თემაზე:
კომენტარები