ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 9 დეკემბერს სასამართლო სხდომას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება. მედიების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულზე ექსპრეზიდენტმა წერილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ჟურნალისტებს მისწერა.

სააკაშვილის განცხადებით, პროცესს სისუსტის გამო, დიდი ალბათობით, ვერ დაესწრება.

ხვალ, 9 დეკემბერს საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე იმართება სასამართლო სხდომა.