აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის სერვისების გაფართოების პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
3 დეკემბერს, შშმ პირთა საერთაშორისო დღეს, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტმა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის, აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.
ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ, ილიაუნის ბავშვის განვითარების დირექტორმა ნინო ცინცაძემ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა იან ბლინკამ გახსნეს.
პროექტი აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისების უზრუნველყოფას, ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სფეროს სპეციალისტების პროფესიულ გაძლიერებას ისახავას მიზნად.
შემაჯამებელ შეხვედრაზე ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერმა, რუსუდან ჩხუბიანიშვილმა დამსწრე საზოგადოებას პროექტის ფარგლებში 2015-2021 წლებში მიღწეული შედეგები და მუშაობის პროცესის გამოწვევები გააცნო. ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ნინო ცინცაძემ კი ექვსწლიანი პარტნიორობის შედეგად სფეროს მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობაზე, სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და გამრავალფეროვნებაზე ისაუბრა.
შეხვედრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის, აუტიზმის სპექტრის აშლილობების პრევალენტობა, კლინიკური თავისებურებები და რისკ-ფაქტორები საქართველოში წინასწარი შედეგების წარდგენა იყო. კვლევისას გამოკვეთილ ტენდენციებზე ბავშვთა ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების აკადემიის თავმჯდომარემ და პროექტის ექსპერტმა, მაია გაბუნიამ ისაუბრა. ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის მოქმედმა თავმჯდომარემ, გვანცა ჩვამანიამ კი ქცევის გამოყენებითი ანალიზის კუთხით ანგარიში წარადგინა და საზოგადოებას ასოციაციის საკანონმდებლო ინიციატივის მნიშვნელობის შესახებ უამბო. დამტკიცების შემთხვევაში ინიციატივა ქცევის ანალიტიკოსთა საქმიანობას დაარეგულირებს.
"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კვლევით და საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს. განსაკუთრებულად გამოვყოფდი ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობით ნაკარნახევ პროექტებს. ეს სტრატეგიაშიც საგანგებოდ არის აღნიშნული და თანაბარი შესაძლებლობების შექმნას, ამ მიმართულებით კვლევასა და სწავლებას გულისხმობს.
ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი უნიკალურია მთელი რეგიონის მასშტაბით, ეს მართლაც გამორჩეული სივრცეა, რომელიც ერთი სამეცნიერო გუნდის ხელმძღვანელობით სთავაზობს, როგორც სასწავლო-საგანმანათლებლო, ისე კვლევით და სერვისის ნაწილს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, რომელიც სამივე მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებს ქმნის. ასეთი ფართო ფუნქციის შეძენა, ინსტიტუტის დაარსება, რომელიც სრულფასოვნად ახერხებს მუშაობას, წარმოუდგენელია დიდი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე. ასეთი მხარდამჭერი იყო ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი", — განაცხადა ილიაუნის ვიცე-რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი,ს იან ბლინკას განცხადებით კი, პროექტი საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი მომსახურების სერვისი ქვეყნის მასშტაბით საგრძნობლად გაუმჯობესდა.
"რეგიონში სხვადასხვა სერვისის მიწოდების შეთავაზების კუთხით ვთანამშრომლობდით სხვადასხვა მიმართულებით ბევრ დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან. ეროვნულ დონეზე მხარი დავუჭირეთ აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა მომსახურების სტანდარტებს, შეიქმნა ზოგადი ჩარჩო სერვისის ყველა მიმწოდებლისთვის, რათა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის, ასევე, მუნიციპალურ დონეზე ხარისხიანი მომსახურება იქნეს უზრუნველყოფილი", — აღნიშნა მან.
პროექტის, აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში მენეჯერის, რუსუდან ჩხუბიანიშვილის თქმით, პროექტის მიზანი საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბება, ასევე, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი პროფესიული განვითარებაა, რათა მათ ბენეფიციარებს ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ.
"ჩვენი მიზანია აგრეთვე სკოლამდელი ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა საქართველოს საბავშვო ბაღებში. პროექტი დაიწყო 2015 წელს. იმ დროს სერვისი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ თბილისში, რეგიონებშიც არსებობდა სერვისები, თუმცა არ იყო ხარისხიანი. ჩვენ მიზნად დავისახეთ რეგიონების გაძლიერება ამ მიმართულებით, რისთვისაც აქტიურად გამოვიყენეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტიზა. მისი სპეციალისტების მეშვეობით, ადგილზე, ადგილობრივი აუტიზმის ცენტრებისთვის რეგულარული სუპერვიზია ხორციელდებოდა.
ხარისხის უზრუნველყოფისათვის ჩვენი ხელშეწყობით აუტიზმის გამოვლენისა და მართვის პროტოკოლი დამტკიცდა, რომელსაც სპეციალისტები და პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლები აქტიურად იყენებენ. ჯანდაცვის სამინისტრომ კი დაამტკიცა მომსახურების მინიმალური სტანდარტი, სახელმძღვანელო მუნიციპალიტეტებისათვის, იციან რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს მათ მიერ მიწოდებული სერვისი ბავშვებისათვის, მაგრამ ღიად რჩება მოზარდებისა და მოზრდილი აუტიზმის სპექტრის მქონე პირების მდგომარეობა, ვინაიდან მათთვის სერვისი არ არსებობს, რაც ძალიან გვაწუხებს. გვინდა, რომ პროექტი გაგრძელდეს ამ მიმართულებით — ვეძებთ სახელმწიფოს მხარდაჭერასა და ახალ დონორებს, რომლებიც შეიძლება დაინტერესდნენ ამ საკითხით", — განაცხადა მან.
რაც შეეხება ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ხელმძღვანელს, ნინო ცინცაძეს, მისი განცხადებით, ჩეხეთის კარიტასის პროექტში მონაწილეობამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტს საშუალება მისცა, ორი ახალი, თანამედროვე და ძალიან მნიშვნელოვანი მოდელი დაენერგა აუტიზმის მქონე ბავშებისათვის.
"ერთი დენვერის ადრეული დასაწყისის მოდელია, მეორე — სერცმოდელი. პირველი 2-დან 5 წლამდე ბავშვებისთვის არის, მეორე — 2-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილია მდგრადობა იმ თვალსაზრისით, რომ სერვისი უკვე მიმდინარეობს, მალე კვლევა დაიწყება დენვერთან დაკავშირებით, ხოლო სერცი სასწავლო პროგრამის ნაწილი გახდა", — ამბობს ის.
ღონისძიების დასასრულს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თინათინ ჭინჭარაულმა ქცევის გამოყენებით ანალიზში უნივერსიტეტის საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავდა აუტიზმის სპექტრის მქონე პირების სერვისების გაფართოებასა და გაუმჯობესებას, ასევე, სფეროს სპეციალისტების პროფესიულ გაძლიერებას.
ჩეხეთის კარიტასმა პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით (255 000 ევრო) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტსა და ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემიასთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა. პროექტი შემუშავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, აღნიშნულ სფეროში მთავრობის პრიორიტეტების გათვალისწინებით.
პროექტის ძირითადი მიღწევები:
- ქვეყნის მასშტაბით ოჯახის ექიმები და ჯანდაცვის სპეციალისტები აუტიზმის სპექტრის რისკის გამოვლენაში მომზადნენ;
- საქართველოს ხუთ რეგიონს აუტიზმის სპექტრის გამოვლენისათვის საჭირო, დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად მიჩნეული, ე.წ. ADOS ინსტრუმენტი გადაეცა და შესაბამისი სპეციალისტები მის გამოყენებაში გადამზადნენ;
- ABA სპეციალისტებმა გაიარეს ტრენინგები ბავშვთა შეფასების ინსტრუმენტების (ABLLS-R and EFL) გამოყენებაში, რომლებიც აუცილებელია ABA თერაპიის სრულფასოვანი განხორციელებისათვის;
- დაფინანსდა 15 სპეციალისტი, რომლებმაც ქცევის თერაპიის სუპერვიზორის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად საჭირო საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსი გაიარეს;
- ABA-ის პარალელურად აუტიზმის ჩარევის ორი ალტერნატიული მიდგომა — დენვერის ადრეული ჩარევის მოდელი და SCERTS-ის (სოციალური კომუნიკაცია, ემოციური რეგულაცია, ტრანსაქციული მხარდაჭერა) მოდელი დაინერგა, გადამზადნენ სპეციალისტები;
- საქართველოს სამ საპილოტე საბავშვო ბაღს წარედგინა ინკლუზიური განათლების მოდელი, გადამზადნენ სპეციალური მასწავლებლები და საბავშვო ბაღის აღმზრდელები;
- სხვადასხვა მუნიციპალიტეტს წარედგინა აუტიზმის პროგრამის განფასების მოდელი, შესაბამისად, ზოგიერთმა ამ პროგრამისთვის საჭირო ბიუეჯეტი გამოყო, ზოგმა კი გაზარდა, როგორც პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების, ისე თერაპიისთვის საჭირო საათების რაოდენობა;
- 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ აუტიზმის გამოვლენის, დიაგნოსტიკის და მართვის ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა;
- 2020 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები დაამტკიცა;
ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციამ შეიმუშავა და პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც, თუ დამტკიცდა, ქცევის ანალიტიკოსთა საქმიანობას დაარეგულირებს.
ვრცლად პროექტის შესახებ წაიკითხეთ აქ.
-
გადახედვათსუ-სთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე მსვლელობით მივიდნენ და კარვების გაშლა დაიწყეს თსუ-სთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე მსვლელობით მივიდნენ და კარვების გაშლა დაიწყეს
-
გადახედვამეუფე შიო: ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სამების ტაძრის მშენებლობაში, მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი მეუფე შიო: ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სამების ტაძრის მშენებლობაში, მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი
-
გადახედვამეუფე იაკობი: ახლა რომ შეიკრიბნენ, მაქსიმუმ 2 000-3 000 იყვნენ, იმათაც მივმართავ, მიხვდნენ, ნუ მიჰყვებიან ღალატის გზას მეუფე იაკობი: ახლა რომ შეიკრიბნენ, მაქსიმუმ 2 000-3 000 იყვნენ, იმათაც მივმართავ, მიხვდნენ, ნუ მიჰყვებიან ღალატის გზას
-
-
-
გადახედვაპრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მათ არ უნდათ პრეზიდენტი, რომელიც ხვალ შეიძლება ხალხს მოეწონოს სალომე ზურაბიშვილი: მათ არ უნდათ პრეზიდენტი, რომელიც ხვალ შეიძლება ხალხს მოეწონოს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში სალომე ზურაბიშვილი: დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში
-
გადახედვაზვიად ძიძიგური: პირველივე დღეს განვაცხადეთ, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემდით, იგივე ჭკუაზე ვართ. ჩვენ ამ პარლამენტში არ შევალთ ზვიად ძიძიგური: პირველივე დღეს განვაცხადეთ, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემდით, იგივე ჭკუაზე ვართ. ჩვენ ამ პარლამენტში არ შევალთ
-
გადახედვაPHR-მა ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელებისთვის კომპენსაციის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა PHR-მა ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელებისთვის კომპენსაციის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: შევეცდებით პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს მამუკა მდინარაძე: შევეცდებით პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
-
გადახედვაადვოკატის თქმით, ისაკო დევიძე მე-2 დღეა მშრალად შიმშილობს და ომბუდსმენთან შეხვედრას ითხოვს ადვოკატის თქმით, ისაკო დევიძე მე-2 დღეა მშრალად შიმშილობს და ომბუდსმენთან შეხვედრას ითხოვს
-
-
გადახედვაყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
-
გადახედვაჟირაფები გადაშენების საფრთხის ქვეშ არიან ჟირაფები გადაშენების საფრთხის ქვეშ არიან
-
გადახედვამოსამართლე ნათია გუდაძემ "400-ლარიანი ჯებირის საქმეზე" დაკავებული ახალგაზრდების პატიმრობა ძალაში დატოვა მოსამართლე ნათია გუდაძემ "400-ლარიანი ჯებირის საქმეზე" დაკავებული ახალგაზრდების პატიმრობა ძალაში დატოვა
-
გადახედვათსუ-მ თანამშრომლებს მეილზე მიწერა, რომ გამთენიისას უნივერსიტეტში მყოფი უცხო პირები "ვიქტორია სექიურითის" დაცვის წევრები იყვნენ თსუ-მ თანამშრომლებს მეილზე მიწერა, რომ გამთენიისას უნივერსიტეტში მყოფი უცხო პირები "ვიქტორია სექიურითის" დაცვის წევრები იყვნენ
-
-
გადახედვახავიერ ბარდემი სტივენ სპილბერგისა და მარტინ სკორსეზეს სერიალში მიიღებს მონაწილეობას ხავიერ ბარდემი სტივენ სპილბერგისა და მარტინ სკორსეზეს სერიალში მიიღებს მონაწილეობას
-
გადახედვალუკაშენკო: დიქტატორი არ ვარ და არც მჭირდება, ეს ამერიკელებმა მომიგონეს ლუკაშენკო: დიქტატორი არ ვარ და არც მჭირდება, ეს ამერიკელებმა მომიგონეს
-
კომენტარები