დეკემბერი ერთგული ქულების დასაგროვებლად საუკეთესო თვეა: 10=10=10!
ასეთი სიხარულით შეიძლება ბევრ რამეს ხვდებოდე: შავ პარასკევს, მე-13 ხელფასს ან დიდხანს ნანატრ შვებულებას.
სინამდვილეში ეს კომენტარები ერთგული ბარათის დეკემბრის აქციას მოჰყვა ფეისბუქზე. "რა ხდება, ვინმემ გამაგებინეთ!" — შენ თუ ამ კომენტარს წერ, ესე იგი, ჯერ არ ჩართულხარ ციებ-ცხელებაში. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ამიტომ ახლავე დაგეგმე ერთგული ბარათის შეკვეთა — თუ დეკემბერში აიღებ, ერთი წლის განმავლობაში არ მოგიწევს ბარათის მომსახურების საკომისიოს გადახდა.
და მაინც, რას აღნიშნავენ ეს ადამიანები? იმას, რაც ყველას გაუხარდებოდა. არა, უკალორიო ტორტი არ არსებობს, ეს მარტივად დაგროვებული ერთგული ქულებია. გინდა, მეტი გაიგო? — მთელი დეკემბრის განმავლობაში თუ 10-ჯერ გადაიხდი მინიმუმ 10 ლარს თიბისის ტერმინალებით, 10 ერთგულ ქულას მიიღებ საჩუქრად. რაც მთავარია, შეგიძლია 10 ქულა ათჯერ დაიბრუნო და ჯამში ასი ქულა მიიღო. აი ასე, ერთგულებისთვის. თან ყველაფერი მარტივია: 1 ქულა = 1 ლარს — რთული კალკულაციები და ჩახლართული ფორმულები არაა საჭირო.
ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ერთ დღეს თუ მაღაზიაში იყიდე პროდუქტები, მეორე დილას საკანცელარიოში შეირბინე, მერე რამდენიმე საჩუქარი მოიმარაგე, ყავის დასალევად გახვედი მეგობრებთან, ღვინო გაიყოლე საღამოსთვის და გზად ხილიც გაგახსენდა, ჯამში ათი ტრანზაქცია თუ განახორციელე, ათი ერთგული ქულა საჩუქრად დაგერიცხება.
და თუ ყველაზე აქტიური და გულუხვი ხარ, კიდევ უფრო დიდი საჩუქარი გელის: ერთგულის ფარგლებში მთელი დეკემბრის განმავლობაში ყოველ დღე 1000 ქულა თამაშდება. ის, ვინც დღის განმავლობაში ყველაზე მეტ ტრანზაქციას შეასრულებს, 1000 ქულას მიიღებს საჩუქრად. სხვათაშორის, სანამ ამ სტატიამ შენამდე მოაღწია, რამდენიმე ადამიანი უკვე დასაჩუქრდა.
"მთელი შაბათი დღე დავხარჯე იმაში, რომ ეს გამარჯვება მომეპოვებინა. გამარჯვების შესახებ ინფორმაცია ბანკინგში აისახა და რამდენიმე წუთში დამირეკეს კიდეც." — თამარ ჯაფარიძემ შაბათს ყველაზე მეტი ტრანზაქცია განახორციელა და საჩუქრად 1000 ქულა მიიღო, — "ვაპირებ ყოველდღიურად გამოვიყენო ეს ქულები, საწვავი ჩავასხა და ასე შემდეგ. აქტიურად ვიყენებ ერთგულის ბარათს, ძალიან საინტერესო აქციებია, თვალს ვადევნებ ყოველ თვე და ყოველთვის დამატებით ქულებს ვაგროვებ ამ აქციების დახმარებით."
თუ ჯერ არ ხარ ერთგული ბარათის მფლობელი, იმისთვის, რომ დააგროვო უფრო მეტი ერთგული ქულა და ისარგებლო სპეციალური შეთავაზებებით, აიღე ბარათი შემდეგი არხებიდან:
- ერთგულის ვებ-გვერდი;
- თიბისის ინტერნეტ ბანკი;
- სატელეფონო ცენტრი: 2 27 27 27;
- თიბისის ნებისმიერი ფილიალი.
კომენტარები