ელენემ უარი თქვა მედიკამენტებზე, ეს ნიშნავს, რომ ის თქვენი მსხვერპლია — ხოშტარიას დედა ხელისუფლებას
ფოტო: მთავარი არხი
დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედა, ირინა გუნცაძე ხელისუფლებას მიმართავს, რომ მისი შვილი მათი მსხვერპლია. გუნცაძის თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე "გადადებულია" და ელენე ხოშტარია არის "სალი კლდე", რომელიც თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის.
"ძალიან ვიკავებ თავს. ვიკავებ თავს უხეში, მძიმე გამონათქვამებისგან იმიტომ, რომ კიდევ მგონია, რომ თქვენ, ვგულისხმობ ხელისუფლებას, კიდევ შეგრჩათ ჭკუის, ტვინის, სინდისზე ვეღარ ვიტყვი, ნასახი. თქვენ არ გაქვთ უფლება საქართველოს ისტორია ჩაყაროთ წყალში. თქვენ არ გაქვთ უფლება მოკლათ ადამიანები. მიხეილ სააკაშვილი უკვე გადადებულია, ეგ ყველამ ვიცით. ჩემი შვილი, რომელიც არის, ყველამ ვიცით, სალი კლდე, თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის. მან უარი თქვა მედიკამენტებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ელენე ხოშტარია არის თქვენი მსხვერპლი", — აცხადებს ის.
ამასთანავე, ირინა გუნცაძემ მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს, რომ მიიღონ სასწრაფო ზომები. ხოლო ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ყველაფერი ცუდად დამთავრდება, თუ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
"დღეს ჩემი შვილის, ელენე ხოშტარიას სიცოცხლე საფრთხეშია, 4 შვილის დედის, რომელიც თავს წირავს საქართველოს გულისთვის, საქართველოს ყველა მოქალაქის გულისთვის. თუ ამას არ გააკეთებთ აიღეთ მაუზერი, დაგვაყენეთ კედელთან და დაგვხვრიტეთ, როგორც 1937 წელს. არ ვიცი რატომ, მაქვს კიდევ თქვენი, ოდნავ ერთი პატარა ნაპერწკლით მჯერა, რომ მოხვალთ გონს. ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი, გაფრთხილებთ, თქვენ არ გაქვთ უფლება მოაწყოთ 1937 წელი 21-ე საუკუნეში. მე კიდევ ყველაფერი არ ვთქვი, თავს ვიკავებ-მეთქი გითხარით", — განაცხადა ხოშტარიას დედამ.
ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ აჩერებს მედიკამენტოზურ მკურნალობას და არ გაიკეთებს გადასხმებს მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. მისი თქმით, დრო არათუ არაა, შეიძლება, დაგვიანებულია კიდეც. ის მიხეილ სააკაშვილის მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით მე-17 დღეა შიმშილობს.
მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. მისი ადვოკატები, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა. 8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები