Apple-ის დამფუძნებლების მიერ ხელით აწყობილი პირველი Apple-1 კომპიუტერი $400 000-ად გაიყიდა
Apple-ის დამაარსებლების, სტივ ჯობსისა და სტივ ვოზნიაკის ხელით შექმნილი Apple-ის პირველი კომპიუტერი, Apple-1 აუქციონზე 400 000 ამერიკულ დოლარად გაიყიდა. ასეთი კომპიუტერი სულ 200 ცალი არსებობს და თავის დროზე სატესტოდ აიწყო. აღნიშნული მოდელს, რომელიც აუქციონზე გაიყიდა, სულ ორი მფლობელი ჰყავდა, კოლეჯის პროფესორი და სტუდენტი, რომელმაც ის ლექტორისგან 650 დოლარად შეიძინა. როგორც ხედავთ, სტუდენტმა დიდი მოგება ნახა.
კომპიუტერის ასეთი ფასი მისმა კომპლექტაციამ და მდგომარეობამაც განაპირობა. ამ კონკრეტულ Apple 1-ს ორიგინალი ინსტრუქციის ფურცლები და კასეტებზე ჩაწერილი სისტემაც მოჰყვება. აუქციონი კალიფორნიაში გაიმართა.
ეს კონკრეტული მოდელი ჰავაური აკაციის ხისგანაა დამზადებული. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესსაც Apple-1 აუქციონზე გამოჩნდა. წინა ასეთი შემთხვევა 2014 წელს იყო და მაშინ ის მოდელი 904 000 დოლარად გაიყიდა.
Apple 1-ის დიზაინი Apple-ის თანადამფუძნებელმა, სტივ ვოზნიაკმა შეიმუშავა. მის გაყდვაში კი მეგობარი სტივ ჯობსმა დაარწმუნა.
ეს Apple-ის პირველი პროდუქტი იყო, რომელიც გაყიდვაში ჩაეშვა. მის საწარმოებლად სტივ ჯობსმა საკუთარი ავტომობილი 666.66 დოლარად გაყიდა, რაც ინფლაციის გათვალისწინებით, დღეს 3 000 დოლარი იქნებოდა.
Apple-1 თავისი დროისთვის რევოლუციური მოწყობილობა იყო, მას 456 კილობაიტი შიდა მეხსიერება ჰქონდა, რაც საშუალო აიფონის მეხსიერებაზე 300 000-ჯერ ნაკლებია, თუმცა მაშინ ეს წარმუდგენელ მიღწევად მიიჩნეოდა.
Apple-1 კომპიუტერული ისტორიის ნაწილია და უკვე დიდი ხანია ანტიკვარად იქცა. ენთუზიასტები მის შეძენას ყოველთვის შეეცდებიან და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ მასში მალე ვინმე მილიონსაც გადაიხდის.
კომენტარები