ოპოზიციის აქცია ხვალ, 2 საათზე ვაჟა-ფშაველას ძეგლთან გაიმართება
ფოტო: გვანცა სეთურიძე / On.ge
ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციის აქცია ხვალ, 2 საათზე ვაჟა-ფშაველას ძეგლთან გაიმართება. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ველოდებით ყველას, ვისაც მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს", — განაცხადა მელიამ.
მელიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აქციები იქნება ყოველდღე, მანამ სანამ "რეჟიმი არ გატყდება".
"არ დაიხევს უკან არავინ. დააკავეთ 46 ადამიანი? მაგრამ ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ასი ათასობით აქტიური მოწინააღმდეგე ჰყავს რეჟიმს, ამიტომ ეს რეჟიმი განწირულია მარცხისთვის. ახლა საჭიროა სიმტკიცე, ნებისყოფა და სიმშვიდე, ამ რეჟიმის დამარცხება მხოლოდ დროის საკითხია", — აღნიშნა მან.
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, დღეს 3 სხვადასხვა ადგილას აქცია გაიმართა. აქტივისტები ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეიკრიბნენ — ჯერ კიდევ აქციების დაწყებამდე პოლიციამ მათი დაკავება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს გამართულ აქციებზე ჯამში 46 პირია დაკავებული.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა სასამართლოსთან გადაინაცვლეს, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილს, სურვილის მიუხედავად, სასამართლო სხდომაზე დასწრებაზე უარი უთხრა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, ამის მიზეზი სასამართლოში ესკორტირებისას შესაძლო "დესტრუქციული ხასიათის ქმედებაა".
ამასთან, სხდომაზე დღეს პროკურატურამ შუამდგომლობა დააყენა, რომ პენიტენციური დაწესებულების გადაწყვეტილების გამო, სხდომა ციხეში ჩატარდეს ან სააკაშვილი დისტანციურად ჩართონ. დღეს სააკაშვილის უფლებადამცველებმა სასამართლო პროცესი დატოვეს. ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია მოსამართლის გაჯიუტება იმაზე, რომ სხდომაზე კიდევ ორი ადვოკატი, ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი შევიდეს. მომდევნო სასამართლო სხდომა 29 ნოემბერს, 11 საათზე ჩაინიშნა.
სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ დღევანდელ პროცესზე მოსამართლეები აცილებაც მოითხოვა. მისი თქმით, მართლმსაჯულების აღსრულებისთვის სააკაშვილის სხდომაზე ყოფნა საჭირო იყო, თუმცა მოსამართლეებმა ეს არ გააკეთეს და "წინასწარ დაგეგმილ სცენარს" მიჰყვებოდნენ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები