29 ნოემბერს პროცესის ჩანიშვნა ცინიზმის მწვერვალია, თქვეს, რომ ამ დროისთვის სააკაშვილი ცოცხალი არ იქნებაო — გვარამია
ფოტო: ელენე ზაქაშვილი/On.ge
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ 29 ნოემბერს სააკაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესის ჩანიშვნით მოსამართლეებმა ექსპრეზიდენტს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და თქვეს, რომ ამ დროისთვის ის ცოცხალი აღარ იქნება.
"29 ნოემბერს პროცესის ჩანიშვნა არის ცინიზმის მწვერვალი. მათ დღეს პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოგვიტანეს შუამდგომლობაზე პროცესის ჩანიშვნით. პროცესის ჩანიშვნით 29-ში მიხეილ სააკაშვილზე თქვეს მათ, რომ ამ დროისთვის ის მაინც არ იქნება და 29-ში განვიხილავთ ამ საკითხს მის გარეშე, იმიტომ, რომ ცოცხალი არ იქნებაო. ეს არის დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც ვეუბნები: მიხეილ სააკაშვილი იქნება ცოცხალი და თქვენ არ იქნებით მოსამართლეები, მაღლა მზე იქნება და ეს ასე იქნება. მიხეილ სააკაშვილი 29-შიც ცოცხალი იქნება, იმის მერეც", — აცხადებს გვარამია.
სააკაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ აღნიშნა, რომ ისინი მომდევნო სხდომის ჩანიშვნას მომავალი 10 დღის ფარგლებში ფიქრობდნენ, თუმცა ეს თარიღი კიდევ უფრო გადაწიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად დამძიმებას ელოდებიან.
"ვინიცობაა და სააკაშვილს ძლიერი ორგანიზმი აღმოაჩნდეს, იქნებ მომდევნო კვირაშიც ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ გამოცხადდესო და ჩანიშნეს 29-ში, როცა მისი მდგომარეობა იქნება ან უაღრესად მძიმე, უკვე კრიტიკული, ან არადა ქართველი ხალხი გაიმარჯვებს პროტესტით", — თქვა მან სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ.
მიხეილ სააკაშვილი, მისი სურვილის მიუხედავად, სასამართლო პროცესზე დასასწრებად არ მიიყვანეს. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, ამის მიზეზი სასამართლოში ესკორტირებისას შესაძლო "დესტრუქციული ხასიათის ქმედებაა". პროკურატურამ შუამდგომლობა დააყენა, რომ პენიტენციური დაწესებულების გადაწყვეტილების გამო, სხდომა ციხეში ჩატარდეს ან სააკაშვილი დისტანციურად ჩართონ.
სასამართლო პროცესზე სააკაშვილის დასწრებას ითხოვდნენ ადვოკატები და საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული, გიგი უგულავა, რომელიც სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. ბექა ბასილაიამ მოსამართლეების აცილებაც მოითხოვა. მისი თქმით, მართლმსაჯულების აღსრულებისთვის სააკაშვილის სხდომაზე ყოფნა საჭირო იყო, თუმცა მოსამართლეებმა ეს არ გააკეთეს და "წინასწარ დაგეგმილ სცენარს" მიჰყვებოდნენ. მას შემდეგ რაც ადვოკატებმა პროცესზე სააკაშვილის დასწრება მოითხოვეს, ბასილაიამ მოსამართლეს უთხრა, რომ ის დანაშაულს სჩადის და მათი მოტივაცია გამოსაძიებელია. საპასუხოდ, მოსამართლემ განაცხადა, რომ შეურაცხყოფისთვის ეთიკის კომისიას მიმართავს.
ადვოკატის კიდევ ერთი მოთხოვნა სხდომაზე სააკაშვილის სხვა ადვოკატების, ნიკა გვარამიასა და დიმიტრი საძაგლიშვილის დაშვება იყო, პასუხად კი მიიღო, რომ უკვე მიმდინარე პროცესზე ეს ვერ მოხერხდებოდა. ამის შემდეგ ბასილაიამ განაცხადა, რომ პროცესის გაგრძელების აზრს ვერ ხედავს და დარბაზი დატოვა.
მიხეილ სააკაშვილს გამოძიება ედავება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. კერძოდ, ბრალდება ეხება 7 ნოემბრის აქციის დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები