Microsoft "მეტავერსების" ბრძოლაში ერთვება
მარკ ცუკერბერგს ეგონა, რომ მეტავერსის აშენებაში წინ გაიჭრებოდა და კონკურენტებს უკან ჩამოიტოვებდა, თუმცა ეს ასე არ იქნება. რამდენიმე დღის შემდეგ, რაც Facebook-მა სახელი შეიცვალა და Meta-დ გადაკეთდა, ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Microsoft-მა მეტავერსებთან დაკავშირებული თავისი გეგმები Ignite კონფერენციაზე გაგვანდო.
Meta-ს დიდი გეგმები აქვს, გარდა იმისა, რომ კომპანიამ სახელი შეიცვალა და თავისი გეგმების შესახებ ამით პირდაპირ გვამცნო, კომპანია ამ კუთხით თანამშრომლების გაზრდასაც გეგმავს. ცუკერბერგის გეგმები Oculus-ს უკავშრიდება. მას სურს, რომ ოკულუსის ვირტუალური რეალობის სათვალეებით მეტავერსში ერთმანეთთან დაგვაკავშიროს, თუმცა Microsoft-ის გეგმები მეტად ამბიციურად ჟღერს. ტექნოლოგიური გიგანტის თქმით, მათი მეტასამყარო 2022 წლიდან ყველასთვის ყველა მოწყობილობაზე იქნება ხელმისაწვდომი.
Microsoft-მა ამ კუთხით რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგა. გასულ წელს, კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, ადამიანებმა სახლიდან მუშაობა დაიწყეს და Microsoft-მა Together Mode წარადგინა, ეს ერთგვარი Teams-ია, თუმცა ის ადამიანებს ვირტუალურ სამყაროში ინტერაქციის საშუალებას აძლევს. თუ მაიქროსოფტი Together Mode-ს განავითარებს ადამიანები ერთმანეთთან შეხვედრას დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეძლებენ.
თუ ეს თქვენ მომავლის პერსპექტივად გესახებათ, უნდა გითხრათ, რომ Microsoft-მა მსგავსი ვირტუალური სივრცე Accenture-ისთვის ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე შექმნა. კომპანია ვირტუალურ სივრცეს ახალი თანამშრომლების ასაყვანად, მათ დასატრენინგებლადა და პირველი პროექტების მისაცემად იყენებს.
კომენტარები