დამატებით ვინმეს შიმშილობა არაა საჭირო, მოუფრთხილდეს ჯანმრთელობას — თალაკვაძე ხოშტარიაზე
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იმისთვის, რომ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კანონით დადგენილი სამედიცინო დახმარება დახმარება მიიღოს, დამატებით ვინმეს შიმშილობა საჭირო არ არის. ასე ის პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის დაწყებას გამოეხმაურა და მისი შეწყვეტა სთხოვა.
"ელენე ხოშტარია არის ოპოზიციის წარმომადგენელი. ის, რა თქმა უნდა, თვითონ ირჩევს, იშიმშილოს, თუ არ იშიმშილოს. მე მინდა, მას ვუთხრა ამ ეთერით, რომ იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს კანონით დადგენილი სამედიცინო დახმარება, რაც მოშიმშილე პატიმარს ეკუთვნის, არ არის საჭირო დამატებით ვინმეს შიმშილობა. ამიტომ ერთადერთი შემიძლია ვუთხრა კოლეგიალურად, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, გაუფრთხილდეს თავის ჯანმრთელობას", — განაცხადა თალაკვაძემ პალიტრანიუსის ეთერში.
ამავე ეთერში თალაკვაძემ სააკაშვილის შიმშილობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ "მისთვის და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის გაუგებარია, თუ რისთვის შიმშილობს ექსპრეზიდენტი".
"დღეს რისთვის შიმშილობს სააკაშვილი, მართალი გითხრათ, ჩემთვის და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის არის გაუგებარი. რას ითხოვს ეს ადამიანი, იქნებ, თქვენ მაინც მითხრათ, რომ ვიმსჯელოთ ამ თემაზე", — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ჟურნალისტმა მას განუმარტა, რომ სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად თვლის და სამართლიან სასამართლოს ითხოვს, რაზეც თალაკვაძემ უპასუხა, რომ მეგის ქარდავაც და მისი ბევრი თანაგუნდელიც თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.
როგორც მან აღნიშნა, ეს ადამიანები "კომპეტენტურმა და დამოუკიდებელმა სასამართლომ" გაასამართლა და მათივე სისტემაში მათი კანონებით გაცილებით დიდხანს მოუწევდათ მსჯავრის მოხდა.
"მოცემულობა და ფაქტი გახლავთ ის, რომ ეს ადამიანები კომპეტენტურმა და დამოუკიდებელმა სასამართლომ გაასამართლა კონკრეტული დანაშაულებისთვის და პირდაპირ გეტყვით, რომ მსჯავრი, რომელიც მათ მოიხადეს ან დღეს იხდიან, არის ბევრად ნაკლები იმასთან შედარებით, რაც მათივე კანონებით მათივე სისტემაში მოუწევდათ იქ რომ გაესამართლებინათ. ასე რომ, ვერ ვხვდები, რას ემსახურება, კიდევ ერთხელ, ეს შიმშილობა", — თქვა თალაკვაძემ.
23 ოქტომბერს მსგავსი განცხადება გააკეთა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც. მისი თქმით, სააკაშვილს ჭამას არავინ უშლის და აინტერესებს, რატომ შიმშილობს ის.
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. მისი თქმით, შიმშილობას არ შეწყვეტს მანამ, სანამ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 35 დღეა შიმშილობს. მან შიმშილობა დაკავების დღიდან გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო, ექიმები აღნიშნავენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტია. მხარდამჭერები და თანაგუნდელები სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს? რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს?
კომენტარები