თუ უნდათ ყოველდღე მლანძღონ, ოღონდ სააკაშვილი კერძო კლინიკაში გადაიყვანონ — ხოშტარია "ოცნების" დეპუტატებზე
ფოტო: დროა
დროას დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია ქართული ოცნების დეპუტატებზე ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღებენ, თუ უნდათ ყოველდღე ლანძღონ. მისივე თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ მმართველი პარტიის დეპუტატები მის შიმშილობაზე შეურაცხმყოფელ, ცინიკურ და ზიზღის კამპანიას დაიწყებდნენ.
"პირველ რიგში, ოცნება უნდა იყოს დაინტერესებული, თუ ისინი ამბობენ, რომ არც არაფერი სჭირს, ისინი უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ გადაიყვანონ კლინიკაში და ეს კითხვები მოიხსნას. ამიტომ, კარგად იცის ოცნებამ, რაც არის მოთხოვნა, რაც არ უნდა თქვან ცალკეულმა დეპუტატებმა და რავიცი, თუ უნდათ ყოველდღე მლანძღონ, ოღონდ ეს გადაწყვეტილება მიიღონ", — აცხადებს ხოშტარია TV პირველთან.
ხოშტარია, ასევე, აღნიშნავს, რომ მისი შიმშილობით პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება, თუმცა მოთხოვნამ რომ "არ გარდაიცვალოს პრეზიდენტი" კონკრეტული, ლეგიტიმური, სამართლიანი და საღი აზრის ფარგლებშია.
"მოთხოვნა არის უმარტივესი, მოთხოვნა არის კანონის აღსრულება და კლინიკაში გადაყვანა. ამიტომაც, მე ძალიან ფრთხილად ვუყურებ შიმშილობის დაწყებას, არ შეიძლება სროლა ეგეთი რაღაცების დაუფიქრებლად, ძალიან სერიოზულ დისკომფორტს უქმნი ამით საზოგადოებას. ამიტომ, ძალიან კარგად ვიფიქრე, ზუსტად რა უნდა ყოფილიყო მოთხოვნა.
რა თქმა უნდა, კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება, მაგრამ მე შიმშილობას შევწყვეტ, იმიტომ, რომ მე ვიბრძვი კონკრეტული ლეგიტიმური, სამართლიანი, საღი აზრის ფარგლებში აუცილებელი მოთხოვნისთვის, რომ არ გარდაიცვალოს პრეზიდენტი, მე არ ვიცი მეტი ამაზე მარტივი რა უნდა ვთქვა", — ამბობს ის.
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა პარლამენტში 3 ნოემბერს დაიწყო. მისი თქმით, შიმშილობას არ შეწყვეტს მანამ, სანამ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
ქართული ოცნების დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ხოშტარიას შიმშილობაზე საუბრისას თქვა, რომ " ახლა, შეიძლება, სხვა რომელიმე ოპოზიციონერი გამოვიდეს და დაიწყოს შიმშილობა, რომ დაკმაყოფილდეს ხოშტარიას მოთხოვნა, რომ დაკმაყოფილდეს მერე პატიმარ სააკაშვილის მოთხოვნა".
ამას გამოეხმაურა მმართველი პარტიის კიდევ ერთი დეპუტატი, ნინო წილოსანი და განაცხადა, რომ თუ ხოშტარია ამით საზოგადოებასა და სახელმწიფოს აშანტაჟებს, ამას "ნამდვილად ვერ მოუწონებს".
სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს, ამიტომ საპატიმროში გადაყვანის შემდეგ შიმშილობა დაიწყო და უკვე 35-ე დღეა შიმშილობს. მისი პირადი ექიმი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება და საჭიროა კლინიკაში გადაყვანა. პენიტენციური სამსახური სააკაშვილს მხოლოდ ციხის კლინიკაში გადაყვანას სთავაზობს, ის უარზეა.
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
კომენტარები