Facebook-მა გვერდის ვერიფიკაცია მიანიჭა კრიპტო თაღლითს, რომელიც თავს ილონ მასკად ასაღებდა
მიუხედავად Facebook-ის მცდელობებისა, გამოესწორებინა საეჭვოდ პოპულარული ანგარიშების ვერიფიცირების პრობლემა, The Verge-მა შენიშნა, რომ სოც. მედია გიგანტმა ვერიფიკაცია შეცდომით მისცა ილონ მასკის ფან გვერდს და ის ოფიციალურ გვერდად მონიშნა. გარდა ამისა, გვერდის უკან მდგომი ადამიანი ბიტკოინ თაღლითი აღმოჩნდა.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოდან ადამიანებსა თუ კომპანიებს მსგავსი ვერიფიკაციის მიღება ხშირად უჭირთ და უამრავ პრობლემას აწყდებიან.
გვერდი, რომელსაც 153 000 გამომწერი ჰყავს, აღწერაშივე გვეუბნება, რომ ის ფანის მიერაა გაკეთებული. Page Transparency სექციიდან ვიგებთ, რომ ამ გვერდის უკან მდგომი ადამიანები ეგვიპტეში არიან და არა ამერიკაში, სადაც მასკია.
ამ გვერდზე ახლა 11 პოსტი დევს, უმეტესობა მასკის ტვიტებია, თუმცა ბოლო პოსტი ბიტკოინის გაცემას უკავშირდებოდა. თითქოს, თუ თქვენ ილონ მასკს 1000 დოლარის ბიტკოინს ჩაურიცხავთ, უკან 2000-ს დაგიბრუნებთ. რაღა თქმა უნდა, ამ გზით, ვინც ფულს რიცხავს ის მას სამუდამოდ კარგავს.
როგორც The Verge აღნიშნავს, გვერდი 2019 წლის 28 ივლისს შეიქმნა და მას შემდეგ სახელი რამდენჯერ შეიცვალა. გვერდმა Elon Musk 2021 წლის 17 ოქტომბერს დაირქვა.
Facebook-ის ვერიფიკაციის მოპოვებას ანგარიშის მფლობელის პირადობის დადასტურება სჭირდება, თუმცა თაღლითები ამ ყველაფერზე გვერდის ავლას მაინც ახერხებენ.
Engadget უკვე დაუკავშირდა Meta-ს, რომელიც აქამდე Facebook-ის სახელით იყო ცნობილი და მათ ამ ფაქტთან დაკავშირებით ჰკითხა, თუმცა მეტას პასუხი ჯერ არ გაუცია.
კომენტარები