Google-ის ყოფილი დირექტორის აზრით, Facebook-ის მეტავერსი საშიში იქნება
Google-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ერიკ შმიდტი იმ ადამიანებს შეუერთდა, რომელბმაც Facebook-ის მეტავერსის შექმნის იდეა გააკრიტიკეს. მან თავისი აზრი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შესახებაც გაგვანდო.
შმიდტი Google-ის დირექტორის პოსტს 2001 წლიდან 2011 წლამდე იკავებდა. 2020 წლის მაისამდე ის გუგლის თავმჯდომარე იყო. New York Times-თან საუბარში მან განაცხადა, რომ სულ მალე ხელოვნური ინტელექტი იქნება ყველგან, რაც მისივე აზრით, ადამიანებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის არასაჭიროა.
ერიკ შმიდტი, იმ ხელოვნურ ინტელექტსა და მთელ იმ ტექნოლოგიას, რის გამოყენებასაც Meta აპირებს, "ხელოვნურ ღმერთს" უწოდებს, რომელიც მისივე აზრით, ადამიანებს შორის არაჯანსაღ ურთიერთობებს წარმოშობს.
"ხელოვნური ინტელექტი იქნება ყველგან. როგორ გამოიყურება ხელოვნურ ინტელექტიანი საუკეთესო მეგობარი ბავშვისთვის? როგორი ხელოვნურ ინტელექტიანი ომი? შეიცნობს A.I. რეალობის ისეთ ასპექტებს რასაც ჩვენ ვერ აღვიქვამთ?" — ამბობს შმიდტი New York Time-სთან საუბარში.
გუგლის ყოფილი დირექტორი ერთადერთი არაა, ვინც მეტავერსებსა და ხელოვნურ ინტელექტს სიფრხილით ეკიდება. გასულ რამდენიმე თვეში ტექნოლოგია კრიტიკის ობიექტი არაერთი ბიზნეს ლიდერისგან გახდა, მათ შორის ტესლას აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმაც აღნიშნა, რომ "ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებასა და გამჭვირვალობაში, დარწმუნებული თავისივე კომპანიაშიც არაა". ზოგი კრიტიკოსი იმასაც აღნიშნავს, რომ მეტავერსებმა შესაძლოა სოციალურ მედიებზე დიდი მიჯაჭვულობა გამოიწვიოს, რაც ნამდვილად დიდი პრობლემა იქნება.
კომენტარები