არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ ხელისუფლება არჩევნების გარეშე შეიცვლება — სამადაშვილი
ფოტო: ანა ვახტანგაძე/On.ge
ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ხელისუფლება არჩევნების გარეშე შეიცვლება. მისი თქმით, ქვეყანას არასდროს არ ჰქონია მმართველობის ცვლილების სხვა ტიპის გამოცდილება.
"მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომელსაც სჯერა, რომ ხელისუფლება შეიცვლება არჩევნების გარეშე ამ ქვეყანაში. შეიძლება მწვავე პროტესტის ფონზე ძალიან დიდი ზეწოლის შედეგად საერთაშორისო თანამეგობრობის, მაგრამ არჩევნები უნდა შედგეს, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს სხვა გამოცდილება. არც ვარდების რევოლუცია არ ყოფილა ელექტორალური პროცესის მიღმა მიმდინარე პოლიტიკური პროცესი, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა შემდეგი არჩევნებისთვის, ჩემი აზრით, არის სწორედ ის გასაღები, რაც საბოლოოდ ხელისუფლების შეცვლას უზრუნველყოფს", — აცხადებს ის ფორმულასთან.
ამასთან, სამადაშვილი აღნიშნავს, რომ მეტად მნიშვნელოვანი არა ის, თუ ვინ დარჩება პარლამენტში და ვინ დატოვებს მანდატს, არამედ იმ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაა, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლასა და ბარიერის დაწევას გულისმხობს.
"პარლამენტში ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები განსახორციელებელი, მათ შორის, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც უნდა მიიღოს ამ პარლამენტმა, იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება იყოს სრულად პროპორციული სისტემით და ასევე, თქვენ იცით რომ ბარიერის დაწევაზეა საუბარი.
მე თუ მკითხავთ, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის და ამ ქვეყნის უახლოესი მომავლისთვის, ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, პარლამენტში ვინ იქნება წარმოდგენილი და ვინ არა. ჩემი ამოცანაა, ამ შემთხვევაში, რომ შევასრულოთ ის პოლიტიკური მთავარი ამოცანა, რაც არის გასაღები ამ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის", — ამბობს ის.
რაც შეეხება ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ საპარლამენტო მანდატის დატოვებას, სამადაშვილი ამბობს, რომ ეს ყველა დეპუტატის ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და ამის უფლება ყველა პოლიტიკოსს აქვს. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ფრაქცია დაიშალოს, სამადაშვილი განმარტავს, რომ მისი ფუნქციონირებისთვის 7 წევრია საჭირო, ამ მოცემულობით კი შესაძლოა, ფრაქცია დაიშალოს.
"დღევანდელი მოცემულობით, ფრაქციის შემადგენლობას სჭირდება 7 წევრი პარლამენტში, შესაბამისად, თუ 7 წევრი აღარ იქნება ჩვენს პარლამენტში ფრაქცია დღევანდელი მოცემულობით, შეიძლება დაიშალოს", — თქვა სამადაშვილმა.
გუშინ, 31 ოქტომბერს მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ საპარლამენტო მანდატს ტოვებს. აქციაზე ოპოზიციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გააპროტესტა და სამომავლო გეგმების შესახებ განაცხადა. მათ რეგიონებსა და თბილისში მასშტაბური აქციები დააანონსეს.
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე
გადახედვა
კომენტარები