შემდეგი პოდკასტი: ბიოარტი — მომავლის ხელოვნება
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ბიოარტი ხელოვნების ახალი მიმდინარეობაა, რომელიც სულ რამდენიმე წელია არსებობს. ბიოარტის ფუნდამენტური განმასხვავებელი შემდეგია — ხელოვნების ნიმუში შეიძლება იყოს ცოცხალი. ის იბადება, იზრდება და კვდება — როგორც სხვა ცოცხალი ორგანიზმი.
ბიოარტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სამეცნიერო კვლევებში. ხელოვნების ეს მიმდინარეობა პირდაპირ არის დაკავშირებული მეცნიერებასთან: ბიოლოგიასთან, გენურ ინჟინერიასთან, პროგრამირებასთან და სხვა სამეცნიერო დისციპლინებთან.
ეს ხელოვნება ძირითადად მზადდება ლაბორატორიებში, მას ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიები სჭირდება და თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მომავლის ხელოვნება.
პოდკასტში სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ. დღეს ჩვენთან ერთად მწერალი, მუსიკოსი და პოსტჰუმანისტური იდეებით შეპყრობილი ჰომო საპიენსი — ზურა ჯიშჯარიანია.
კომენტარები