საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. უბნები დღეს 20:00 საათზე დაიხურება.

დღეს, 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. მერობისა და მაჟორიტარობისთვის ჯამში 9 პარტიის, ასევე, ორი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს.

2 ოქტომბერს გამართული პირველი ტურის შემდეგ მუნიციპალიტეტის მერი 59-დან 44 თვითმმართველ თემში აირჩიეს და ყველა მათგანი ქართული ოცნების კანდიდატია. 64 მუნიციპალური საკრებულოდან კი დაკომპლექტდა 40.

მეორე ტურში მერი 15 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, თბილისში აირჩევა. გარდა ამისა, მეორე ტური იმართება 24 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგად აირჩევა 42 მაჟორიტარი.

გაიგე მეტი: