Uber-ს სურს, რომ 2030 წლისთვის მის პლატფორმაზე 50 000 Tesla Model 3 იყოს
Uber-ს სურს, რომ 2030 წლისთვის, ამერიკის ავტოპარკში 50 000 Tesla ჰყავდეს. სატრანსპორტო გიგანტი Hertz-თან ერთად მუშაობს. Hertz ავტომობილებს არენდით გასცემს. ამ უკანასკნელმა ორი დღის წინ ტესლას 100 000 Model 3 შეუკვეთა.
Uber-ისა და სხვა სატრანსპორტო კომპანიების ასეთი ქცევა რეგულაციებისგან წამოსული წნეხის შედეგია. მარეგულირებელი ორგანოები ევროპასა და ამერიკაში ყოველდღიურად ცდილობენ, რომ გაზარდონ ზეწოლა შიგაწვისძრავიანი ავტომობილების წარმოებაზე. კალიფორნიის კანონმდებლობით, რომელიც ამერიკის ყველაზე დიდი საავტომობილო ბაზარია, Uber-ს, Lyft-სა და სხვა ავტომობილების გამქირავებელ კომპანიებს 2030 წლისთვის ავტოპარკის 90% სრულად ელექტრო უნდა ჰყავდეთ.
Uber ისეთ მძღოლებს, რომლებსაც საკუთარი ავტომობილები არ ჰყავთ, დიდი ხანია ფასდაკლებებს სთავაზობს. ეს პროგრამა Uber-მა და Hertz-მა 2016 წელს შეიმუშავეს, თუმცა მათ არასდროს უქნიათ ისე, რომ მომხმარებლებისთვის ერთი კონკრეტული მანქანა შეეთავაზებინათ.
1 ნოემბრიდან, უბერის მძღოლებს, რომლებიც ცხოვრობენ ლოს-ანჯელესში, სან-ფრანცისკოში, სან-დიეგოსა და ვაშინგტონში, Tesla Model 3-ების დაქირავებას Hertz-ის გავლით კვირაში 334 დოლარად შეძლებენ. ამ ფასში პროფილაქტიკისა და დაზღვევის ხარჯებიც შედის. Uber-ის თქმით, მანქანების ქირაობის ფასი 299 დოლარამდეც დაიწევს, რადგან პროგრამის განხორციელება ჯერ ახლა იწყება. პროგრამა ნელ-ნელა მთელ ამერიკასა და შემდგომში ევროპაზეც გავრცელდება, საბოლოოდ კი, 2023 წლისთვის, Uber-ის ავტოპარკში 50 000 ცალი Tesla Model 3 იქნება თავმოყრილი.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები