ღარიბაშვილი ნამდვილად ვერ გახდება ჩინეთის პრეზიდენტი, მაგრამ მელია ნამდვილად მოიგებს ამ არჩევნებს — ხაზარაძე
ფოტო: გვანცა სეთურიძე / On.ge
"ღარიბაშვილი ნამდვილად ვერ გახდება ჩინეთის პრეზიდენტი, მაგრამ ნიკა მელია და კოალიცია ნამდვილად მოიგებს ამ არჩევნებს", — ასე ეხმაურება თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი და ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშილის განცხადებას, რომ მელიას თბილისის მერად გახდომის ისეთივე შანსი აქვს, როგორც მას ჩინეთის პრემიერობის.
ღარიბაშვილმა ეს განცხადება დღეს, 22 ოქტომბერს სამეგრელოში გამართული წინასაარჩევნო შეხევდრის შემდეგ მედიასთან გააკეთა. მან კომენტარების დიდი ნაწილი ისევ ოპოზიციის კრიტიკასა და დისკრედიტაციის მცდელობას დაუთმო.
გარდა ამისა, სენაკში შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ ენმ-ის სენაკის მერობის კანდიდატს, კობა ნაყოფიას სენაკის მერობა სურს, როცა იქ სახლიც კი არ აქვს. მისი თქმით, თუ ნაყოფია გაიმარჯვებს, "არანაირი პერსპექტივა არ აქვს", რადგან ცენტრალური ხელისუფლება მათ ხელშია. ამასთანავე, 21 ოქტომბერს ზუგდიდში ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს, ანზორ მელიას მუნიციპალიტეტის მართვის "წარმოდგენა არ აქვს" და არ იცის "რამდენი სოფელია ამ ქალაქში", ხოლო ქართული ოცნებას "ღირსეული ზუგდიდელი" და "უწესიერესი კაცი" ჰყავს კანდიდატად.
20 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ე.წ. ჩრდილოვანი მთავრობის შემადგენლობა წარადგინა. დედაქალაქის მერობის არჩევნებში მელიას გამარჯვების შემთხვევაში მისი მოადგილეები იქნებიან:
- ლელოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე;
- გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე;
- პარტია დროას დამფუძნებელი ელენე ხოშტარია;
- ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი აბესაძე.
თბილისის მერობის არჩევნებში ნიკა მელია ქართული ოცნების კანდიდატს, კახა კალაძეს უპირისპირდება. ცესკოს მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა:
- კახა კალაძე — 45.006%;
- ნიკა მელია — 34.011%.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.
ამავე თემაზე:
- ღარიბაშვილი პირდაპირ აანონსებს, რომ ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში ხალხი "დაიჩაგრება" — დეკანოიძე
- ღარიბაშვილის ნებისმიერი გამოსვლა კატასტროფაა, ასეთი ბანძი შეფასებების მნახველი არა ვარ — ბობოხიძე
- უკვე ძალიან სასაცილო გახდა ეს ღარიბაშვილი, ყველა რაიონში დადის და შხამს ანთხევს — უგულავა
- რაც უფრო ხშირად ისაუბრებს ღარიბაშვილი ისე, როგორც საუბრობს, მით უფრო დიდი სხვაობით გავიმარჯვებთ — მელია
-
"ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე "ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე
გადახედვა
-
სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
აშშ-ში სამხედროებს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ GTA 6-ის სათამაშოდ შვებულებას სთავაზობენ აშშ-ში სამხედროებს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ GTA 6-ის სათამაშოდ შვებულებას სთავაზობენ
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს
-
ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია? ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია?
-
9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ 9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ
გადახედვა
-
თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
-
9-10 სექტემბერს ირაკლი კობახიძე, მაკრონის მიწვევით, კოსმოსის საკითხებზე საერთაშორისო სამიტს დაესწრება 9-10 სექტემბერს ირაკლი კობახიძე, მაკრონის მიწვევით, კოსმოსის საკითხებზე საერთაშორისო სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
აბიტურიენტების ე.წ მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება აბიტურიენტების ე.წ მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება
გადახედვა
-
განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
კომენტარები