ნახეთ ვიდეო: Samsung ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ მისი კეცვადი სმარტფონები გამძლეა
Samsung გვიზიარებს ახალ დეტალებს თუ როგორ ტესტავს Galaxy Z Fold 3-სა და Z Flip 3-ს. ცოტათი გაუგებარია რატომ გადაწყვიტა Samsung-მა ამ ვიდეოს ახლა განთავსება, რადგან ორივე სმარტფონი აგვისტოში გამოვიდა. ეს გვაფიქრებინებს, რომ ტექნოლოგიურ გიგანტს ამით იმ ამბების გადაფარვა სურს, რომლებიც Galaxy Z Flip 3-ის ეკრანს უკავშირდება. მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ მათი Z Flip 3-ის ეკრანი ტყდება.
თავის საიტსა და იუთუბ არხზე განთავსებულ ვიდეოში სამსუნგი სმარტფონების ტესტირების რამდენიმე სხვადასხვა გზას გვიჩვენებს. ორივე სმარტფონი სხვადასხვა კლიმატში და პირობებში იტესტება, რათა ტექნოლოგიური გიგანტი დარწმუნდეს, რომ სმარტფონები ნებისმიერ მდგომარეობაში გამართულად იმუშავებს. ვიდეოში ასევე ასახულია, თუ როგორ ტესტავს რობოტი S Pen-ის მუშაობას Z Fold 3-ზე. ვიდეოში Z Fold 3-ს წყალში მოთავსებულსაც ვნახავთ, ბოლო ტესტი კი სმარტფონის კეცვადობას ეხება. რეალურად ეს არის ის პრობლემა, რაზეც მომხმარებლები ყურადღებას ამახვილებენ.
თუმცა, სამსუნგის ეს ვიდეო მაინც არ პასუხობს კითხვას, თუ რატომ ტყდება Z Flip 3-ის ეკრანი ასე მარტივად. მომხმარებლების მიერ დადასტურებული შემთხვევები კი ნელ-ნელა იზრდება. ასეთი ამბის შესახებ დეტალურად გვიყვება 9to5Goole.
ამის შემდეგ მსგავსი ისტორიებით მომხმარებლები რედიტზეც გამოჩნდნენ. ერთ-ერთი მათგანი აღნიშნავდა, რომ მსგავსი რამ მის სმარტფონს ყიდვიდან სამ დღეში დაემართა.
ერთი მომხმარებლის ეკრანი კი ყიდვიდან 24 საათში გატყდა.
როგორც ჩანს, ეს მხოლოდ Z Flip 3-ის პრობლემა არ არის, მსგავსი რამ სხვა სმარტფონებსაც აღენიშნებათ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ კეცვადი სმარტფონები მომავალია და ტექნოლოგიები დახვეწას საგრძნობლად საჭიროებენ.
კომენტარები