Intel Core i9-12900K სავარაუდოდ Ryzen 9 5950X-ზე სწრაფი იქნება
Intel Core i9-12900K-ს შესახებ ინფორმაცია ტვიტერზე გავრცელდა. ინტელის მე-12 თაობის პროცესორებს ბევრი მომხმარებელი ელოდება. როგორ ჩანს, Intel მათ იმედებს გაამართლებს. მე-12 თაობის ფლაგმანურ პროცესორს ნამდვილად კარგი შედეგები აქვს.
ინფორმაცია ტვიტერის მომხმარებელმა, ცნობილმა ინფორმატორმა HXL-მა გაავრცელა და პროცესორის სინთეტიკური ტესტების პასუხები გვანახა. Intel Core i9-12900K Cinebench R20-სა CPU-Z-ში გაიტესტა.
როგორც ირკვევა, ბენჩმარკები Windows 11-ზე DDR4 ოპერატიულ მეხსიერებასთან ერთად ჩატარდა. პროცესორი საბოლოო სატესტო ვერსიის იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის გასაყიდი ვერსიის იდენტური იქნება.
Cinebench R20-ში i9-12900K ცალი ბირთვის წარმადობით 11900K-ზე 20%-ით სწრაფი აღმოჩნდა. იგივე მოხდა CPU-Z-შიც, აქ 12900K 21%-ით უფრო სწრაფი იყო.
Cinebench-ის მრავალბირთვიან ტესტში 12900K 65%-ით უფრო სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე 10900K, AMD Ryzen 9 5950X-ს კი ძალიან მცირედით აჯობა. CPU-Z-ის ტესტის მიხედვით 12900K 75%-ით უფრო სწრაფია ვიდრე 11900K, ხოლო 3%-ით უფრო ნელი, ვიდრე Ryzen 5950X
შესაძლოა გაჟონილი ინფორმაცია არაზუსტი აღმოჩნდეს, თუმცა ეს ნაკლებსავარაუდოა და მიუხედავად ამისა, ტესტების შედეგები გვაძლევს დაახლოებით წარმოდგენას, თუ რას უნდა ველოდოთ Intel-ის ახალი პროცესორებისგან.
კომენტარები