ბათუმში მაშველებმა ბავშვის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ On.ge-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს. უწყებაში ამბობენ, რომ ბავშვი მცირეწლოვანია.

ბათუმში სამაშველო და სამძებრო სამუშაოები დაახლოებით 20 საათია მიმდინარეობს. მაშველები ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ეძებენ. აქამდე ნაპოვნი იყო 4 ცხედარი — 1 ბავშვი, 1 ასაკოვანი ქალი და 2 კაცი.

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშველებმა ადგილიდან ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გარდა ამისა, დღის განმავლობაში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან ამოიყვანეს წლის და 3 თვის ბავშვი. ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

ამ დრომდე უცნობია ნგრევის მიზეზი. შს მინისტრის თქმით, შესაძლოა, ეს ქვედა სართულზე მიმდინარე სამუშაოები იყოს, რომელსაც მესაკუთრეები აკეთებდნენ. თუმცა გომელაური დაძენს, რომ ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.